საუბარია 7-10 წლიანი ვადით დეპოზიტებზე, – „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი მთავრობისგან საბანკო სექტორისთვის დაპირებულ გრძელვადიან ფინანსურ რესურსს უახლოეს პერიოდში ელის.
600 მლნ ლარის ბანკების დეპოზიტების განთავსება მთავრობამ COVID 19 -ის კრიზისის საპასუხოდ გასატარებელ ღონისძიებებში დაანონსა. ამ გზით მთავრობა ბანკებისთვის ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსის მიწოდებას გეგმავს.
როდის მიიღებს სექტორი დაპირებულ თანხას ვახტანგ ბუცხრიკიძე ვერ აკონკრეტებს, ამბობს, რომ ბოლო დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.თიბისის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საბანკო სექტორს დღეს ლიკვიდობის პრობლემა არ აქვს და არც თიბისი ბანკს.
ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა წელს 150 მლნ დოლარის რესურსის მობილიზება შეძლო და დონორებთან, დაახლოებით 450 მლნ პროექტებს ათანხმებს.
„ბიზნესპარტნიორი“