ბიზნესი იპოთეკური სესხების სუბსიდირების მოლოდინშია. მთავრობასთან აქტიურ კონსულტაციებს თიბისი ბანკიც ადასტურებს.
თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების ინდუსტრია ქვეყნის მნიშვნელოვანი სექტორია, რომლის მხარდაჭერაც ირიბად სხვა სექტორების სტიმულირებასაც გამოიწვევს.
მშენებლობას მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წელს, 8. 6% ეჭირა. თავად ბანკებს კი, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების უზრუნველყოფით ამ დროისათვის, 21.3 მლრდ-ის სესხები აქვთ გაცემული.
„ბიზნესპარტნიორი“