ვახტანგ აბაშიძე: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად

ვახტანგ აბაშიძე: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად

access_time2020-09-25 23:00:00

„საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს კორიდორი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის - სომხეთის გავლით და ხელი შეუწყოს რეგიონის, მონაცემთა უსაფრთხო და სანდო გამტარის პოზიციონირებას.“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, სადაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობის თემა განიხილებოდა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.



ვახტანგ აბაშიძემ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს პოტენციალისა და პერსპექტივის შესახებ ისაუბრა და განიხილა ქვეყნის, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის შექმნის უნიკალური შესაძლებლობა.




„ცნობილია, რომ აზიის ქვეყნები ევროპულ ინტერნეტზე ალტერნატიულ გასასვლელს ეძებენ. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს პერსპექტივა, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის, სწორედ აღნიშნულ შავი ზღვის კაბელზე გადის. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით. რეგიონში საქართველო საერთაშორისო ტრანზიტის გამტარია სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც თავის მხრივ, ტრაფიკს ამისამართებენ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიისკენ. სწორედ აღნიშნული მარშრუტების გახსნა ინტერნეტის საერთაშორისო მოცულობების გასატარებლად, ორი უმნიშვნელოვანესი ციფრული კორიდორის არსებობას გახდის შესაძლებელს: პირველი - ევროპიდან საქართველოს გავლით, სომხეთისა და შემდგომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, და მეორე - ევროპიდან საქართველოს გავლით, აზერბაიჯანისა და შემდგომ სამხრეთ აზიის მიმართულებით. არსებული ციფრული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ჩართვის წერტილები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ეტაპობრივად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის განვითარება და ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი. აღნიშნული კორიდორის გასამართად მნიშვნელოვანია ტრანს კასპიური დამაკავშირებელი გზის არსებობა, რომელიც აზერბაიჯანიდან - კასპიის ზღვის გავლით იარსებებს და რომლის განხორციელება ახლო პერსპექტივაში მოიაზრება.“ - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.





კომუნიკაციების კომისიის წევრმა ისაუბრა იმაზე რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ციფრული ჰაბის ფუნქცია. ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, ქვეყანას ციფრული ჰაბის სტატუსი პირველ ეტაპზე ნახევარ მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს ყოველ წლიურად, რაც შემდგომ წლებში რამდენჯერმე გაიზრდება.




„რეგიონში ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრის 75%-ს გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები ამაზონი, ფეისბუქი, გუგლი და მაიკროსოფტი დაიკავებენ. საქართველო შავი ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიზნობრივი გამოყენებით მომავლის ციფრულ ეკონომიკას ტექნოლოგიურ ჰაბად შეუერთდება, რაც დამეთანხმებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის ქმნის შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს გლობალურ მონაცემთა სატრანზიტო კვანძად ახალი მარშრუტებისთვის, რომელიც ევროპას აზიასთან და შუა აღმოსავლეთთან დააკავშირებს. ამ პროექტში საქართველოს მიზანია იყოს სრულუფლებიანი და პასუხისმგებლიანი მოთამაშე და არა პროცესის უუფლებო დამკვირვებელი,“ - განაცხადა აბაშიძემ.



ვახტანგ აბაშიძემ საზოგადოებას ასევე გრაფიკული ვიდეო-რგოლი წარუდგინა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული შავი ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში საქართველოს პოტენციალი და რეგიონისთვის ეკონომიკური სარგებელი. იხ. ვიდეო






ციფრული პოტენციალისა და პერსპექტივების გარდა, ვახტანგ აბაშიძემ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე, დივერსიფიცირებულ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და საკანონმდებლო რეგულირებაზე გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა სწორი ინფორმაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ.



„2020 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას გაუჩნდა ქმედითი ინსტრუმენტი და დამატებითი უფლებამოსილება კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ან კომისიის მიერ განსაზღვრულ გარკვეულ სპეციალურ ვალდებულებებს ჯიუტად არ შეასრულებენ. ჩვენ დღეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გვესწრებიან და დამეთანხმებიან, რომ ვერთ ერთ ქვეყანაში, რომელსაც წარმოადგენენ, ვერ ნახავთ პრეცედენტს, სადაც სახელმწიფოს თანხმობა არ იქნება საჭირო სტრატეგიული ობიექტის გასხვისებაზე. თუ ეს ხდება სახელმწიფოს ნებართვის გარეშე და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უწყებას ეხება ეს საკითხი, ევროპულ ქვეყნებში კანონი ბევრად მკაცრია. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები სწორედ სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად“ - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up