ვახო ვახტანგიშვილი: „საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“

ვახო ვახტანგიშვილი: „საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“

access_time2020-02-25 13:22:03

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. რას გამოიწვევვს მისი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და რა შესაძლებლობებს მისცემს ქართულ სტარტაპეპს, ამ თემებზე საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ვახო ვახტანგიშვილმა ისაუბრა.


-საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში შემოდის. რას გამოიწვევს მისი შემოსვლა?


-500 startups -ის შემოსვლა საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ბევრი პირდაპირი და ირიბი დადებითი ეფექტი აქვს:


  • პირველი პრეცედენტია, როდესაც მსოფლიოში ტოპ 3 აქსელერატორიდან ერთ-ერთი შემოდის საქართველოს ბაზარზე, რაც არის ქართული ტალანტისა და იდეებისთვის დიდი ნდობის გამოცხადება. ეს აჩენს დამატებით ინტერესს და გრავიტაციას საქართველოს გეოგრაფიის მიმართ, რომ თუ 500 startups-ი თვლის, რომ საქართველოში შესაძლებელია „უნიქორნების“ აღმოჩენა, ე.ი. ეს გეოგრაფია საინტერესია, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე გლობალური კომპანიებისთვის, რომლების საქმიანობასაც წარმოადგენს უნიკალური იდეების და კონცეპტების აღმოჩენა, რასაც გლობალური ბიზნესის პოტენციალი აქვს.
  • 500 startups -ი მეტაფორით რომ ვთქვათ, არის ელიტარული ქვედანაყოფის მომზადების ცენტრი, რომელიც ამზადებს ინოვაციური ბიზნესის ტოპ ტალანტებს. ამ მომზადების მთავარი მიზანია, მოხდეს ქართველი ინოვატორების ცნობიერების შეცვლა ( ე.წ. mindset upgrade), რომ ლოკალური მეწარმეებიდან გადაიქცნენ მსოფლიო მეწარმეებად იმისათვის, რომ მათი პროდუქტები რელევანტური იყოს ტოკიოდან - სან-ფრანცისკომდე.
  • გარდა ცნობიერების გამოცვლისა 500 სტარტაპსის აქსელერაციის პროგრამა ფარავს ისეთ ტექნიკურ დეტალებს, როგორიცაა კომპანიის ფორმაცია, ბიზნეს მოდელი, სტრუქტურა და საკადრო პოლიტიკა, ოპერაციები, იურიდიული და საგადასახადო ჩარჩო, მარკეტინგი, ინვესტორებთან ურთიერთობა და ბევრი სხვა კომპონენტი, რომლის ცოდნაც აუცილებელია გლობალური, მსოფლიო დონის მეწარმისთვის.
  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის ე.წ. „ღია კარები“, რაც გულისხმობს იმას, რომ 500 startups-ი საკუთარი პარტნიორების და მეგობრების ქსელის გამოყენებით დაეხმარება საქართველოში ფორმირებულ ინოვაციურ ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც სამწუხაროდ ამ მომენტისთვის არ გაგვაჩნია.


-რატომ გაჩნდა აქსელერატორი 500 Startups-ის საქართველოში შემოსვლის იდეა?


-სურვილი, რომ საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს სულ იყო, როგორც საქართველოს ბანკის მხარეს, ასევე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარეს. მხოლოდ სურვილიც არა, არის რწმენა, რომ საქართველოში მიუხედავად ბევრი სხვადასხვა დაბრკოლებისა, შესაძლებლობები უსაზღვროა და ერთადერთი დაბრკოლება, რაც ამ შესაძლებლობების გამოყენებასა და თვით რეალიზაციაში გვიშლის ხელს, არის საკუთარი თავი. 500 startups-ის დახმარებით შეიქმნება პრეცედენტი, რომ უსაზღვრო შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და ეს ყველაფერი მტკიცდება ძლიერი, გლობალური ბაზრისთვის სასურველი პროდუქტებით და ბიზნესებით, რომელიც იქმნება საქართველოში.



-რა ახალ შესაძლებლობებს მისცემს ქართულ სტარტაპებს 500 Startups-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენა?


-პირველ რიგში, უმნიშვნელოვანეს ცოდნას და გამოცდილებას, რაც აუცილებელია გლობალურ ბაზრებზე ნავიგაციისთვის და ბიზნესის მართვისთვის. ამასთან ერთად საქართველო გამოჩნდება ინოვაციური ეკოსისტემების რუკაზე, რაც თავის მხრივ, გააჩენს ინტერესს სხვადასხვა ინვესტორების მხრიდან, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყონ ტალანტების აღმოჩენა და მათ განვითარებაში ინვესტირება.


-რას წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups?


-500 სტარტაპსი არის ორგანიზაცია, რომლის სახელსაც ისეთი უნიქორნების აღმოჩენა უკავშირდება როგორიცაა Behance, Twilio, GitLab და სხვა. ამ ორგანიზაციამ იცის, როგორ აღმოჩინოს იდეები, რაც მსოფლიო მასშტაბის ბიზნესად გადაიქცევა და როგორ გააძლიეროს გუნდები ამ იდეების მიღმა, რომ შეძლონ მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლა და წარმატებით ოპერირება.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up