ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი “ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს უმრავლესობის დეპუტატს,ოხანაშვილს ,დიანას ეთერში უჩვეულო არაფერი გაუკეთებია. ამას უკვე შევეჩვიეთ. დიდი ხანია, ვეღარ მალავთ ზრახვებს:
• კრიტიკულ შეკითხვას უსვამ - ტენდენციური ხარ
• მათთვის არასასურველ სტუმარს მოიყვან- ტენდენციური ხარ
• დებატებში დიდი ხანია, აღარ დადიან
• რამეს გამოიკვლევ - ტენდენციური ხარ
• თუ ამ ყველაფერს აკეთებ - უზნეო ყოფილხარ
• ყველა ტენდენციურია - ოკეანის იქით და ოკეანის აქეთ - კონგრესიდან ზოვრეთის ქუჩამდე.
• ობიექტურობა სიჩუმე და ქება ყოფილა თურმე.
ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ. ყველაფერს გავუძელით და ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს ?!“-წერს წერეთელი.