ხალხი ისედაც ზღვარზეა მისული,კლინიკების დახურვა ამ პირობებში არასწორი გადაწყვეტილებაა-ჯანდაცვის სექტორი მთავრობის 15-ე დადგენილების მოსალოდნელ შედეგებზე

ხალხი ისედაც ზღვარზეა მისული,კლინიკების დახურვა ამ პირობებში არასწორი გადაწყვეტილებაა-ჯანდაცვის სექტორი მთავრობის 15-ე დადგენილების მოსალოდნელ შედეგებზე

access_time2020-05-04 14:00:50

1 მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო (ე.წ. კაპიტაციური) დაფინანსების მიღება შეუწყდათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13,000-ზე ნაკლებია. დარგის სპეციალისტები აცხადებენ,რომ ეს ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ნაწილს.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 56 სამედიცინო დაწესებულება გამოეთიშება. 


პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში შეექმნებათ თუ არა ამ გადაწყვეტილებით პაციენტებს სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და რა ბედი ელით დახურული კლინიკების თანამშრომლებს? 


ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ  თუ კლინიკების ხარისხზე ზრუნავენ და პატარა პოლიკლინიკებს ხურავენ, მაშინ  დიდი პოლიკლინიკებიც უნდა შემოწმდეს  და ვნახავთ, რა ხარისხით მუშაობენ. „ასევე ამბობენ, რომ ამ მე-15 დადგენილებით უმუშევარი არავინ დარჩება. რა თქმა უნდა ბევრი  დარჩება უმუშევრად - რომელ დიდ კლინიკას უნდა დამატებითი ექიმი ან ექთანი თუ ბუღალტერი, არავითარი სურვილი არ გააჩნიათ.“ -აცხადებს სურგულაძე. 



მისივე განცხადებით,  არსებული პანდემიის პირობებში სამედიცინო პერსონალის უსამსახუროდ დატოვება მიუღებელია და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სექტემბრამდე მაინც უნდა გადაიდოს. მისივე თქმით, ეს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას გაართულებს პაციენტებისთვის, ვისაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს ექიმის მიმართ ნდობა.


„პანდემიის პერიოდში არანაირად არ მიმაჩნია სწორად ეს გადაწყვეტილება.  გადაეტანათ სექტემბრისთვის, ამით არაფერი დაშავდებოდა. მითუმეტეს, თუ დავუშვებთ იმას, რომ პაციენტების ზრდა მოსალოდნელია. მათი ახალ პოლიკლინიკებზე მიმაგრება,  როცა უკვე ჩამოყალიბებული აქვთ ექიმის მიმართ ნდობა, რთული იქნება. პაციენტს უნდა ის ექიმი, რომელსაც თვითონ ირჩევს და არა ის, რომელსაც უნიშნავს სხვა. ექიმმაც თავისი უბანი იცის და ნებისმიერ პრობლემაში ერკვევა. ნდობის გამომუშავებას სჭირდება დიდი დრო. ამიტომ, აუცილებლად უნდა გადაიდოს ამ დადგენილების ამოქმედება. ამ საგანგებო მდგომარეობამ ხელი შეუშალა ბევრ რამეს და  ხალხი ისედაც ზღვარზეა მისული.


ამასთან, ასეთ სიტუაციაში, როცა უმუშევრობა იზრდება ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. ცდილობენ რაღაც გააკეთონ, მაგრამ აქედან  არ უნდა დაეწყოთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება. ვერცერთმა მთავრობამ ვერაფერი ვერ გააკეთა ამ კუთხით, ახლა კიდევ ხალხის უმუშევრად დატოვება არ არის მორალურად სწორი გადაწყვეტილება.“  - ამბობს სურგულაძე.


კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია კი კლინიკების გამოთიშვას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ბუნებრივი კონკურენციით უნდა მოხდეს.


„თავის დროზე კლინიკის გახსნის ლიცენზიები დიდი რაოდენობით  გაიცა, შედეგად  ავტოფარეხებში იხსნებოდა კლინიკები და რეანიმაციები. ბევრი კლინიკა ნამდვილად არ არის საჭირო და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს. მაგრამ, მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდნენ. ჯანსაღი კონკურენცია ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ავადმყოფი თუ არ ეყოლება, ის კლინიკა ვერ იფუნქციონირებს. ჯანდაცვის პირველი რგოლი ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა, ბევრი კლინიკა დიაგნოზს ვერ სვამს და არ ვიცი რისთვის არსებობს.  მე მგონია, რომ ბევრი კლინიკა უნდა გამოითიშოს სფეროს, მაგრამ ბუნებრივი გზით და არა ბრძანებებით. სამინისტრომ კლინიკების საქმიანობის ყველა დეტალი იცის. აქვს ინფორმაცია  რითი არსებობენ, რა აკადემიური ხარისხი აქვთ. ასეთი ინფორმირებული ჯანდაცვის სამინისტრო არ ყოფილა არასდროს.“- განმარტავს მელია.

 

 მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up