ვატო სურგულაძე - უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლება დაინფიცირების რისკებს გაზრდის, ხოლო 1 ნოემბერს გამოცდების დანიშვნა რაიონიდან ჩამოსული სტუდენტების უფლებებს არღვევს, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

ვატო სურგულაძე - უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლება დაინფიცირების რისკებს გაზრდის, ხოლო 1 ნოემბერს გამოცდების დანიშვნა რაიონიდან ჩამოსული სტუდენტების უფლებებს არღვევს, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

access_time2020-10-21 13:28:14

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართა და სასწავლო პროცესის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის ზრდის პირობებში უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის განახლება დაუშვებელია.


ვატო სურგულაძემ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებმა საგამოცდო დღედ 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი დანიშნეს, რის გამოც სტუდენტები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვევა.


„უნივერსიტეტი არის ყველაზე სახიფათო ზონა, ინფექციის გადაცემის ყველაზე საშიში ზონა. გერმანიის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, როდესაც მოხსნეს ყველა შეზღუდვა, ბოლოს გაიხსნა უნივერსიტეტები. ჩვენთან ჯერ არ შეიძლება სასწავლო დაწესებულებების გახსნა, რადგან უმრავლესობა არ არის მზად იმისათვის, რომ მიიღონ სტუდენტები და ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ სწავლა. ისიც გვესმის, რომ დისტანციური სწავლება არ არის ისეთი ხარისხიანი, როგორიც უშუალოდ სასწავლო პროცესია. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველდღე იზრდება დაინფიცირებულების რაოდენობა, შეიძლება მივიღოთ უნივერსიტეტის კლასტერი, მაშინ, როდესაც ბევრ უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერსაც კი დანიშნეს გამოცდები. ბევრი სტუდენტი არის ჩამოსული რაიონიდან და მათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენება, ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მივმართავთ მთავრობას, რომ უნივერსიტეტში სწავლება უნდა შეწყდეს,“ - განაცხადა სურგულაძემ.


„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წევრის თქმით, მთავრობა ოპოზიციური პარტიების რჩევებს არ ითვალისწინებს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.



„ხშირად გვაკრიტიკებს ოპოზიციას და ეს კრიტიკაც ხშირად არის უარყოფითი, მაშინ, როდესაც ჩვენ მათ არ ვაკრიტიკებთ. უბრალოდ, შეგვტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე და არ გვსურს, რეალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ჩვენი ინიციატივა იყო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე მასწავლებლებისთვის ტესტის ჩატარება, ჩვენ ვთქვით, რომ აჭარაში კარვების დადგმა უარეს შედეგს მოიტანსთქო და არ გაითვალისწინეს, გუშინ კი აღიარეს, რომ ეს იყო შეცდომა,“ - განმარტა სურგულაძემ.



ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



NS









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up