ვატო სურგულაძე - სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდულის ე.წ. „სისტემის მომხმარებლის“, 25 ოქტომბერს ამოქმედება ეჭვს იწვევს - არის საშიშროება, რომ მოხდეს ინფორმაციით მანიპულირება

ვატო სურგულაძე - სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდულის ე.წ. „სისტემის მომხმარებლის“, 25 ოქტომბერს ამოქმედება ეჭვს იწვევს - არის საშიშროება, რომ მოხდეს ინფორმაციით მანიპულირება

access_time2020-10-14 14:45:09

„ლელოს“ ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართა და 8 ოქტომბერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, გაგზავნილი წერილის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


აღნიშნული წერილით ცენტრი ატყობინებდა დაწესებულებებს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შემოღებულია სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდული ე.წ. „სისტემის მომხმარებლები“, რომელიც განთავსებულია ცენტრის შესაბამის პორტალზე.


სურგულაძის თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვა მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონულ მოდულში დასაქმებული პირების იდენტიფიკაციას, რომ მხოლოდ ამ პირებს ჰქონდეთ სისტემაზე წვდომა. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი სისტემაში ყოველი შესვლისას მიიღებს SMS შეტყობინებას. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან გადავიდნენ ამ სისტემაზე ა/წ 25 ოქტომბრიდან. რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.



„რატომ ხდება ახალი ელექტრონული პლატფორმის შემოღება 25 ოქტომბერს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ამით შეიძლება მოხდეს ინფორმაციის მანიპულაცია. ყველაზე უცნაური არის ის ფაქტი, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საინფორმაციო პორტალის ერთ - ერთი მოდული იცვლება საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე რაც შეძლება გახდეს ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების მანიპულირების მექანიზმი. პირველ ეტაპზე ამ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს ისეთი უზუსტობები როგორიცაა, ინფორმაციის მიწოდების დაგვიანება, უზუსტობა ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფორმაციული სისტემის გაუმართაობა, სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებელი პირების მოუმზადებლობა, პრობლემები SMS გაგზავნა - მიღებაში. ინფორმაციას ვინც ფლობს, ის ფლობს სიტუაციასაც. ეს არის ჩვენი ეჭვი, რატომ 25 ოქტომბერს და არა თუნდაც არჩევნების შემდეგ,“ - აცხადებს სურგულაძე.


NS








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up