ინფიცირებულები ყველაზე მეტად დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო იღუპებიან – ვატო სურგულაძე

ინფიცირებულები ყველაზე მეტად დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო იღუპებიან – ვატო სურგულაძე

access_time2021-08-10 12:00:31

პანდემიის მეორე წელს საქართველოს ჯანდაცვის სექტორს ეპიდვითარებასთან გამკლავება უჭირს. საშიში ინფექციით საქართველოს 6000-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა და ასევე დიდია მძიმე პაციენტების რაოდენობა. ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ ამ ფონზე მკურნალობის წესი ერთნაირია საქართველოსა და სხვა მოწინავე ქვეყნებისთვის, მაგალითად, როგორიც ისრაელია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში პაციენტების მოვლის სერვისია დიდი პრობლემა. პაციენტების გარდაცვალების მთავარ მიზეზად ექსპერტი დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას მიიჩნევს.


ამასთან, ვატო სურგულაძე ასახელებს რამდენიმე ძირითად პრობლემას, რაც, მისი შეფასებით, საქართველოში პანდემიის მართვის ხარვეზებს უკავშირდება.


„ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა ის გარემოება, რომ მიღებული რეგულაციები არ კონტროლდება. ძალიან მარტივია, რომ ნიღაბი ვატაროთ, დისტანცია დავიცვათ და ღრეობები არ მოვაწყოთ, მაგრამ ამას რეალურად არავინ აკონტროლებს, რაც საბოლოოდ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებზე აისახება. გარდა ამსია, მძიმე მდგომარეობაშია ჰოსპიტალური სერვისი, ექიმების პროფესიონალიზმის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რასაც კოვიდ-19-ის მართვა მოითხოვს.  ამასთან, კრიტიკას ვერ უძლებს ის გარემოებაც, რომ არ გვაქვს საკმარისი საწოლები, ახლა მიდის მათი მოძიება, როცა უნდა გვქონდეს წინასწარ გაწერილი გეგმა, მაგრამ ვერც ეს მოხედრხდა.  შეზღუდულია ჟანგბადის ბალონების რაოდენობაც, მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მოუმზადებელია სასწრაფო, რომლის ექიმმაც არ იცის, სად წაიყვანოს პაციენტი“, - აცხადებს სურგულაძე და დასძენს, რომ ხშირ შემთხვევაში, ადამიანები გვიანი ჰოსპიტალიზაციის გამო იღუპებიან, რადგან ყოვდნება მათი გადაყვანა კლინიკებში.


„სახლსა და კოვიდსასტუმროებში მყოფი პაციენტები თავიდან ბოლომდე მიუხედავია. ოჯახის ექიმი ბინაზე მყოფ  ინფიცირებულს  არ ურეკავს, კვირაობით ტელეფონს არ პასუხობს, არ არის მოტივირებული და  არც იცის, რა უნდა გააკეთოს. არის შემთხვევები, როცა ანტიბიოტიკურ თერაპიას უნიშნავენ ბინაზე, რაც არ შეიძლება. ამან შეიძლება ავადმყოფის არსებული მდგომარეობა უფრო დაამძიმოს. ამდენად, დიდი პრობლემა გვაქვს დიაგნოსტირების თვალსაზრისით, თორემ მკურნალობის წესი ყველგან ერთნაირია – როგორც ისრაელში, ასევე საქართველოში, მედიკამენტები გვაქვს, მაგრამ ჩვენი კოვიდინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა მოუვლელია“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ საუბარში ვატო სურგულაძე.


ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი საუბრობს იმაზეც, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით ზომები უკიდურესად გასამკაცრებელია. პირველ რიგში, დარღვევა უნდა იყოს დასჯადი და რეაგირების გარეშ არ რჩებოდეს არც ერთი ფაქტი.


 

„რეგულაცია უნდა იყოს მკაცრად დაცული თავისი ჯარიმით, რაც აუცილებელია, აღსრულდეს. ხოლო დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში, ობიექტი დაიხუროს. ასევე მკაცრ რეაგულაციას დაექვემდებაროს კონცერტების, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა, დასჯადი გახდეს.  ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ სჭირდება ორგანიზაცია და აღსრულება. სისტემას მართავს ის ხალხი, ვინც იყო შარშან და უშვებდა შეცდომებს, ახლაც იგივე მეორდება. ბოლო 24 საათში 44 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო წლის განმავლოაბში 6000-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს. ომზე მეტი დანაკარგი კოვიდი აღმოჩნდა საქართველოსთვის - აფხაზეთის ომის დროს 4500 ჯარისკაცი დაგვეღუპა. ამდენად, საკოორდინაციო საბჭომ 24 საათი ყურადღება არ უნდა მაოდუნოს. გაამკაცრონ წესები და არა კაბინეტიდან, არამედ სოფლიდან სოფელში სიარულით, ადგილზე მდგომარეობის შესწავლით უშველონ პრობლემას“, - დასძენს ვატო სურგულაძე.


მისი თქმით, პანდემია არ არის უსაშველო, ამისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს და მეტი ადამიანი აიცრას.


„33 ათასი ვაქცინაცია გვინდა დღეში, რომ პროგრესზე გავიდეთ, რეგულაციები ყველამ უნდა დავიცვათ, არანაირი ლოკდაუნი. ოჯახის ექიმმა უნდა მართოს ეს პროცესი, მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კლინიკებს. ფაქტობრივად, ეს არის ომი და მართვის სხვა მეთოდები გვჭირდება. ეს საქმე კი უნდა გააკეთოს მან, ვინც იცის“, - დასძენს ექსპერტი.


ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.


რაც შეეხება დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, 8 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.74% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.75%.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 9 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად 641 242 აცრა ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 197 118 ადამიანი.

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up