„ექსპერტი იქნება თუ დოქტორი, მთავარია თქვას სიმართლე - ჩვენთან ბარელით არავინ ყიდულობს პროდუქციას, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება, ასე უცებ არ აისახება საწვავის ფასებზე“ - ვასო ხორავა

„ექსპერტი იქნება თუ დოქტორი, მთავარია თქვას სიმართლე - ჩვენთან ბარელით არავინ ყიდულობს პროდუქციას, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება, ასე უცებ არ აისახება საწვავის ფასებზე“ - ვასო ხორავა

access_time2019-07-23 14:30:28

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი კიდევ ხუთი თეთრით გაძვირდა. პარალელურად კი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ბარელის ფასმა მკვეთრად დაიწია და გაიაფდა. აქედან გამომდინარე,  დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნავთობკომპანიები საწვავს საქართველოში ხელოვნურად აძვირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსიც აღნიშნულ ბიზნესზე პირდაპირ აისახება, ნებისმიერ შემთხვევაში,  საწვავის გაძვირებას ექსპერტები მაინც არარელევანტურს უწოდებენ.



„კომერსანტი“  შეეცადა პროდუქციის გაძვირების ყველა შესაძლო მოცემულობა შეესწვალა და საბოლოოდ დაედგინა - რა ხდება სინამდვილეში საწვავის ფასთან დაკავშირებით?



„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა დღესდღეობით საწვავის გაძვირებას საერთაშორისო პლაცისა (ფასის) და ვალუტის კურსის მატებას უკავშირებს. კერძოდ:


თუ ბოლო 7 კვირის მონაცემებს გადავხედავთ, პლაცის ფასი 5 ივლისამდე შედარებით სტაბილური იყო, შემდეგ კი დაიწყო ზრდა და უკვე თვის ბოლოსთვის 12 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულს თან ერთვოდა ეროვნული ვალუტის დევალვაცია, რომელიც ჯამში 5 %-ით გაიზრდა. საბოლოოდ გაძვირდა საწვავიც.




ანალიზი გაკეთებულია გასული თვის, ივნისის მონაცემების მიხედვით, კერძოდ,  როგორც გრაფიკაზე ხედავთ, საერთაშორისო ფასი (Platts) 5 ივნისიდან 26 ივნისამდე პერიოდის განმავლობაში გაიზარდა +67 დოლარით (570 დოლარიდან 637 დოლარამდე), ანუ +11,8%-ით.


რაც შეეხება ვალუტის კურსს, დაახლოებით ამავე პერიოდში  (8 ივნისიდან 28 ივნისამდე) დოლარის კურსი გაიზარდა +14,5 თეთრით  (2,7344 ლარიდან 2,8791 ლარამდე), ანუ +5,3%-ით:




საბოლოოდ:  

  • Platts-ი +11,8%
  • კურსი +5,3%


პლაცის 12 %-იანმა და ვალუტის 5 %-იანი ზრდამ ერთობლიობაში გააძვირა საწვავი, თუმცა აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ 5-თეთრიანი გაძვირება არარელევანტურია და წესით, უფრო უნდა გაძვირებულიყო. ჯამში დაახლოებით 10-15 თეთრით მაინც. ამბავი არის ის, რომ ორი კვირის წინ ჩვენ გავზარდეთ საწვავის ფასი 5 თეთრით და ახლა კიდევ იმავე რაოდენობით, ანუ ჯამში 10 თეთრით სხვადასხვა პროდუქციაზე. თუ ტრენდი დაღმავალი დაფიქსირდა და ქვევით დაიწევს პლაცის ფასი, მაშინ ჩვენც აღარ გავზრდით ფასებს. თუმცა ასევე მოსალოდნელია, რომ კიდევ 5 თეთრით გაძვირდეს. ეს ჯერ არ ვიცით და უნდა  დაველოდოთ ტრენდის მაჩვენებელს, განმარტავს ვასილ ხორავა. 


ექსპერტების მოსაზრებას, რომ ბარელის შემცირების პარალელურად საწვავი ხელოვნურად გაიზრდა, ვასილ ხორავა არ ეთანხმება. როგორც იგი გვიხსნის, საქართველოში საწვავის ფასებზე მყისიერად პლაცის მაჩვენებლი აისახება და არა ბარელის. მიზეზი მარტივია - ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურები  ყიდულობენ არა ნედლ პროდუქციას (ნავთობს), არამედ უკვე გადამუშავებულს. შესაბამისად,  კომპანიების პლაცის ფასებს ეყრდნობიან:


„ექსპერტი იქნება თუ დოქტორი, მთავარია თქვას სიმართლე. არ ვიცი საიდან იღებენ ასეთ ინფორმაციებს, მაგრამ ნავთობი და ნავთობპროდუქტები ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენთან ბარელით არავინ ყიდულობს პროდუქციას, ამიტომ ნავთობის გაიაფება ასე უცებ არ აისახება ადგილობრივი საწვავის ფასებზე. მომავალში შეიძლება ამან ასახვა ჰპოვოს, მაგრამ პირველადი ინდიკატორი გახლავთ პლაცი. კიდევ ერთხელ, ჩვენ, ყველანი ნავთობს რომ ვყიდულობდეთ და მერე მას ვამუშავებდეთ, მაშინ კი ბატონო... მაგრამ ვყიდულობთ პროდუქციას და, შესაბამისად, ვეყრდნობი პლაცის ფასებს. ბევრს ერევა ეს საკითხი და ბევრი შეცდომაში შედის...“.


რაც შეეხება ბარელის ფასს, რომელიც ვასილ ხორავას თქმით, ადგილობრივი საწვავის ფასებზე უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება,  ბირჟებზე გაიაფებულია. ბოლო 1 კვირის განმავლობაში კლება დაფიქსირდა ორივე ბირჟაზე:


ნიუ-იორკში ვარდნა 4 დოლარი იყო და ამჟამინდელი ფასი 55 დოლარი და 63 ცენტია.


იდენტური სიტუაცია იყო ლონდონშიც, სადაც უკეთესი ხარისხის ნავთობი ივაჭრება და ფასიც მაღალია. ვარდნამ დიდ ბრიტანეთშიც 4 დოლარი შეადგინა და Bloomberg-ის მიხედვით, ბარელი ნავთობი 62 დოლარი და 47 ცენტი ღირს.


ოფიციალური ინფორმაციით, ბარელი ნავთობის ფასის ვარდნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ორი მნიშვნელოვანი მიზეზით ახსნა: პირველი ის, რომ ირანი მზად იყო მოლაპარაკებებზე წამოსასვლელად, მაგრამ ჯერჯერობით ფაქტობრივი ნაბიჯები არ გადაუდგამს, ამიტომ მეორე მხარეს მეტი აქტიურობა მართებს. მეორე მიზეზად კი ჩინეთის შემცირებული ეკონომიკური ზრდა დაასახელა. მოგეხსენებათ ეს მაჩვენებელი 27 წლის მინიმუმზეა და ჩინეთი კი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, ანუ მისი მოთხოვნა მსოფლიო ნავთობზე დიდია.  გარდა ამისა, პომპეოს თქმით, აშშ-ჩინეთის დაპირისპირება გლობალურ ეკონომიკურ ზრდას ამცირებს და მოთხოვნაც მასთან ერთად იკლებს.


დღევანდელი მონაცემებით, რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას ქსელში - 2.53 ლარი, „რომპეტროლის ქსელში - 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში - 2.59 ლარი.

ვისოლი-ეკო სუოწრი 2.78


ლუკოილი-სუპერი ecto 100- 2.74


სუპერი ecto-2.65




სალომე ლემონჯავა




ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს
access_time2019-12-08 12:00:24
„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ - ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“...

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...


მსგავსი სიახლეები

up