მარცვლეულის შემდეგ, შესაძლოა, სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ტარიფიც განახევრდეს - ვინ აკონტროლებს გადაზიდვის ბაზარს

მარცვლეულის შემდეგ, შესაძლოა, სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ტარიფიც განახევრდეს - ვინ აკონტროლებს გადაზიდვის ბაზარს

access_time2019-05-03 11:00:59

2019 წლის მეორე ნახევარში შესაძლოა  საქართველოს ტერიტორიაზე და სომხეთის მიმართულებით  ყველა ნავთობპროდუქტის გადაზიდვა გაიაფდეს. საუბარია თანხის განახევრებაზე, რაც ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას შეუწყობს ხელს.


ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia მიმდინარე თვეში საქართველოს და სომხეთის მთავრობებისთვის შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენას გეგმავს, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის გათვალისწინებას გულისხმობს:


  • ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მიმართულებით უნდა გაუქმდეს შვილობილი და შუამავალი კომპანიების ექსკლუზიური უფლებამოსილება და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.


  • საქართველოს ტერიტორიაზე და სომხეთის მიმართულებით გადაზიდვების ტარიფი მინიმუმ უნდა განახევრდეს


  • საქართველოს რკინიგზაში გატარდეს ძირეული რეფორმა და გადაზიდვებისთვის შეიქმნას პლატფორმა, რომელიც  გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.


HUB Georgia -ს დამფუძნებელი ვასო ურუშაძე დარწმუნებულია, რომ ყველა პუნქტის განხორციელება თავისუფლად შესაძლებელია თუ იქნება შესაბამისი მზაობა როგორც საქართველოს, ისე სომხეთის მთავრობის მხრიდან. მითუმეტეს, როცა რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის რეკომენდაციის შედეგად ტარიფები საგრძნობლად შემცირდა ხორბლისა და შროტის გადაზიდვებზე.


„ყველა ამ პუნქტის გათვალისწინება  მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ მივიღოთ ჯანსაღი კონკურენცია. ტარიფების შემთხვევაში ურთულესი მდგომარეობაა. მაგალითად, ერთ ტონა ნავთობპროდუქტზე ბათუმისა და ფოთის ტერმინალებიდან სადახლო-აირუმის საზღვრამდე ტარიფი 33 აშშ. დოლარია. შედარებისთვის, თითქმის იმავე მარშუტზე, ბათუმი-გარდაბანის მიმართულებით ტარიფი 10 დოლარია, რიგ შემთხვევებში კი 8 აშშ. დოლარი. უდიდესი სხვაობაა, რადგან სომხეთი ჩიხური ქვეყანაა და არ აქვს სხვა ალტერნატივა. ქართული მხარე კი ამით სარგებლობს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს რეგიონი ჩვენი პარტნიორია, დაუშვებელია მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა“.


სომხეთის მიმართულებით ხელოვნურად გამსხვილებული ტარიფების გარდა, ვასო ურუშაძე ყურადღებას მონოპოლისტურ მიდგომებსა და კორუფციულ გარიგებებზე ამახვილებს. საქმე იმაშია, რომ გადაზიდვები დღემდე ხელმიუწვდომელია ყველა დაინტერესებული კერძო კომპანიისთვის. საქართველოს რკინიგზა იყენებს მხოლოდ თავის შვილობილ კომპანიას (რუსული წარმომავლობის კომპანია - Petrocas energy group ), რომელიც ექსკლუზიური კონტრაქტით სარგებლობს:



„ეს კომპანია დაკავშირებულია რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან დავით იაკობაშვილთან, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც ურთიერთობდა მაშინდელ არაფორმალურ მმართველ დავით კეზერაშვილთან. დღეს კი ეს ფუნქცია უჩა მამაცაშვილს აქვს დაკისრებული. სანამ მსგავსი ელიტური კორუფცია იქნება, მანამდე ვერც სფერო განვითარდება და ვერც ზოგადად ეკონომიკა“.


კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ მაღალი ტარიფებისა და მონოპოლიური ბაზრის ფონზე ვითარდება ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვები.


„მსოფლიოში ანალოგი არ არსებობს 300 კმ. მეტრზე მეტ ფართობზე ნავთობი გადაიზიდოს  ავტოტრანსპორტით, რადგან საუბარია ფეთქებადსაშიშ ნივთიერებაზე. ასევე იგი დამაზიანებელია სახელმწიფოებრივად, რადგან აზიანებს გზებსა და ზოგადად ინფრასტრუქტურას. არც პირდაპირი შემოსავალი გვაქვს ეკონომიკაში იმ მიზეზით, რომ ამ ავტომობილების მფლობელები ძირითად  საქართველოში დაფუძნებული კომპანიები არ არიან და უფრო ხშირად ესაა სომხური ან რუსული კომპანიები“,- ამბობს ვასო ურუშაძე.


HUB Georgia თვეების განმავლობაში იკვლევდა ბაზარს. შეისწავლა ყველა არსებული პრობლება და უკვე მზად არის რეკომენდაციები მთავრობებს გააცნოს. მარცვლეულისა და შროტის გადაზიდვის ტარიფების  გაიაფების ინიციატორი სომხური მხარე იყო. ურუშაძეს ამჯერადაც იგივე მოლოდინი აქვს:


„მუდმივად გვაქვს მოლაპარაკებები ორივე მხარესთან. ვფიქრობ, ახლაც სომხეთი იქნება მთავარი  ინიციატორი, რადგან ბევრად აქტიურია. დღეს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დგას კორუფციასთან და მონოპოლიასთან ბრძოლის ეტაპი, ამიტომ უფრო თამამია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სომხეთი  მთლიანი რეგიონისთვის წამახალისებელი მაგალითია. რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ტარიფების გაიაფების პერსპექტივას, სავსებით რეალური და შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ ამჯერადაც მივაღწევთ სასურველ შედეგს, როგორც მარცვლეულზე. შედეგად, სულ მალე, საქართველოს ტერიტორიაზე  და სომხეთის მიმართულებით ნებისმიერი ნავთობპროდუქტის გადაზიდვა მინიმუმ განახევრდება“.



შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ  მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა. საუბარია საქართველოს ტერიტორიასა და სომხეთის მიმართულებით გადაზიდვებზე. პროექტის იდეა მხარეებს HUB Georgia -მ წარუდგინა, რის შემდეგადაც სომხეთმა შესაბამისი ინიციატივა გამოთქვა. მოლაპარაკებას საქართველოს მთავრობაც დათანხმდა.



სალომე ლემონჯავა





ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up