HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი

access_time2018-10-19 17:30:00

„ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა“, - სწორედ ასე შეაფასა ავტომანქანების ტექდათვალიერების (ტექნიკური ინსპექტირება) პროცესი HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  ვასო ურუშაძემ.


2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ეტაპობრივად ავტომანქანების ტექდათვალიერება, თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყო, დარგის სპეციალისტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს პროცესების გაუმართაობაზე საუბარი.  მეტიც, ისინი რეფორმის ჩავარდნას მაღალჩინოსნების პირად ინტერესებსა და მათი სახელით ბაზარზე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მონოპოლიურ პირობებში ჩაყენებას უკავშირებენ. „კომერსანტი“-ს ინფორმაციით, ტექდათვალიერების თემის შესწავლა უკვე დაწყებული აქვთ სამართალდამცველ ორგანოებს და პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული.

 

მორიგი კორუფციული სქემა თუ უბრალოდ დაუგეგმავი რეფორმა? - ამ კითხვაზე პასუხს, ვასო ურუშაძე რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტში ხედავს.


ვიდრე საქართველოს პროკურატურა საქმეს იძიებს, HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებს, თუმცა შესაძლო კორუფციული გარიგებების არსებობაში დარწმუნებულია.

 

აქ არის ორი მიმართულება: ერთი, რომ  რეფორმა ტარდება  პრობლემების რეალურად მოსაგვარებლად, რათა გაუმჯობესდეს საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება  და ეკოლოგიური მდგომარეობა. მეორე - არსებობს კერძო, პირადი ინტერესები გარკვეული მაღალჩინოსნების,  ეს ინტერესები კი უკავშირდება ბიზნესს და შემოსავლებს. ამ შემთხვევაში მეორე ფაქტორმა გადაწონა პირველი - ქვეყნის მთავარი ინტერესი. ამის გამო, უკვე დიდი პრობლემა შეიქმნა. თურმე კორუფციის გზით ხდება პირდაპირ უაპელაციოდ დარიგება ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების სერთიპიკატების. ეს უკვე საბოლოო განაჩენია აღნიშნული რეფორმის. დიახ, რეფორმა ჩავარდა“, - განმარტავს ვასო ურუშაძე.

 

კერძო ინტერესებზე საუბრისას, HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი აქცენტს   სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“-ზე აკეთებს. ამბობს, რომ სწორედ აღნიშნული სადაზღვევო კომპანიის უკან დგას კერძო ინტერესი და მონოპოლისტური მმართველობაც. როგორც ირკვევა, სწორედ ამ გარემოების გამო თქვეს თავის დროზე საერთაშორისო კომპანიებმაც ტენდერში მონაწილეობაზე უარი.

 

ვასო ურუშაძე:  „კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩემი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა უკვე  იძიებს ამ საქმეს. თუმცა მაინც ვიტყვი,  არაერთხელ გაჟღერდა ყოფილი ეკონომიკის მინისტრის დიმიტირი ქუმსიშვილისა და მის უწყებაში დასაქმებული მაღალჩინოსების სახელები. გარდა ამისა უამრავი შეკითხვები დაისვა მაშინ, როცა გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და ტენდერი. არაერთი საერთაშორისო კომპანია იყო მსურველი მიეღო კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ თავი შეიკავა და ბაზარი დატოვა. რატომ? - იმიტომ, რომ დაინახეს მონოპოლიის რისკები. ადგილობრივ ბაზარზე უკვე იყვნენ კომპანიები, რომლებიც ემზადებოდნენ მონოპოლიისთვის. ასეთია „ალდაგი“ და სწორედ ის არის ხელისუფლებასთან ასოცირებული კომპანია. სახელმწიფოს ბრალია ისიც, რომ დღეს გამოვლინდა 10 ცენტრი, რომელიც  ავტომობილების ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა. უბრალოდ, მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზრიდან მოთამაშეები განდევნოს, რათა „ალდაგის“ სახელით თავად შემოვდეს და გახდეს მონოპოლისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში წინასაარჩევნოდ ამას არ გააკეთდებნენ“.

 


„კომერსანტის“ კითხვაზე, როგორ მივედით იქამდე, რომ მსგავსი კორუფციული სქემა განვითარებულიყო და რეფორმა ჩავარდნილიყო, ვასო ურუშაძე მთლიან პროცესსზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, პროექტი თავიდანვე ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან არც სიღრმისეული კვლევა ჩატარებულა, არც ანალიზი და არც შესაბამისი მონიტორინგი განხორციელებულა, -  ეს ყველაფერი კარგად ჩანს რამდენიმე კომპონენტის განსაზღვრისას:

 

„პირველი, ჩვენ რეალურად არ ვიცით ქევყანაში რა გავლენას ახდენს გარემოზე ზემოქმედების კომპონენტში ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი. ყველამ ვიცით, რომ ავტომობილის გამონაბოლქვი ახდენს ჰაერის დაბინძურებას, თუმცა რა როლი აქვს ამ ნაწილში ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილს, უცნობია. ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. შესაბამისად, შეუძლებელია ტექდათვლიერების რეფორმის გატარების თავალსაზრისით, რაიმე მოლოდინი გვქონოდა“,- აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

 

მეორე კომპონენტად  ურუშაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ასახელებს. მისივე შეფასებით,  ამ შემთხვევაშიც არაერთელ დაისვა შეკითხვა, ზუსტად რას გააუმჯობესებდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება; რამდენად გამოსწორდებოდა მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტი ქვეყანაში, თუმცა პასუხი არ არსებობს. თანაც მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში რეალურად არცერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ფიქსირდება ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო. შესაბამისად, იმის მტკიცება, თითქოს ტექდათვალიერების რეფორმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტებს აამაღლებდა, ტყუილია. მარტივად, რომ ითქვას, სახელმწიფო მხოლოდ აღწერს ავტოსაგზაო შემთხვევებს, მაგრამ რეალურ შედეგებს არ ადგენს.

 

„ასევე არაერთი ხარვეზი გამოვლინდა თავად დაგეგმარების პროცესში, დაწყებული საზოგადოების ინფორმირებულობიდან, დამთავრებული ტექინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციით.  დავაზუსტებ იმასაც, რომ არაერთი ცვლილება მოხდა უშუალოდ სტანდარტში - ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების რეგლამენტში, სადაც მაგალითად გამონაბოლქვის შემთხვევაში მოხდა იმ სტანდარტის შემსუბუქება, რაც 90 -იან წლებში გვქონდა.  გამონაბოლქვში  CO-ს შემცველობა თუ იყო 90-იანებშიც კი 0.3, ის გაიზარდა 0.5-მდე და მეორე შემთხვევაში თუ იყო 0.5 გაიზარდა 0.8-მდე. ფაქტობრივად, რაც არ უნდა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო ავტომობილი და ჰქონოდა გადაცდომები, ტექნიკურ დათვალიერებას თეორიულად მაინც გაივლიდა. ჩვენ რეალურად ვატარებდით ტექინსპექტირებას იმ მოტივებით, რომ  ამის სათქმელი გვქონოდა საერთაშორისო დონეზე. მეტი არაფერი“, - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

 

 შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს გამოავლინა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

 

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. ინსპექტირება სავალდებულოა  ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ. ან მეტია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი. თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1484.

 

 სალომე ლემონჯავა 

 

 

 

 

 

 

 





ქართველმა ბიზნსესმენებმა უკრაინული პორტი 30 წლიანი მართვის უფლებით აიღეს

ქართველმა ბიზნსესმენებმა უკრაინული პორტი 30 წლიანი მართვის უფლებით აიღეს
access_time2020-01-24 12:30:25
დავოსში გამართულ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პოტენციურ ინვესტორებთან საზღვაო პორტების მართვის უფლების გადაცემის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ ხმა მივეცით მიწის რეფორმას, კონცესიას, მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში “დასავლელ ინვესტორს“ უკრაინული პორტების მართვის უფლება...

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“
access_time2020-01-24 10:45:27
საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ახალი...

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ
access_time2020-01-24 10:00:28
„სახელმწიფოს მიტაცება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ძლიერი პოლიტიკური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის“, -ამ უმწვავეს შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  საქართველოს მონაცემები კორუფციის აღქმის ინდექსში  გასულ წელთან შედარებით სამი  ქულით...

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...


მსგავსი სიახლეები

up