მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები  52%-ით შემცირდა - ფოთის  ტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით  ფასდაკლება დაწესდა

მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა - ფოთის ტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით ფასდაკლება დაწესდა

access_time2019-05-02 10:00:19

 მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები  52%-ით შემცირდა. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ და საქართველოს რკინიგზამ ერთობლივად დააწესეს ფასდაკლება ფოთის მარცვლეულის ტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე.


საქართველოსა და სომხეთის მთავრობებმა ეს გადაწყვეტილება ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს რეკომენდაციის შემდეგ მიიღეს.


ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე დარწმუნებულია, რომ ტარიფების განახევრების სფერო უფრო კონკურენტული გახდება.


„სატრანსპორტო მიმართულებით, ნომერ პირველი პრობლემა იყო საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობა და სატარიფო პოლიტიკა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე. ტარიფი გახლდათ ძალიან მაღალი. მაგალითად, თუ ფოთის პორტიდან დღეს აზერბაიჯანის მიმართულებით რკინიგზის გადაზიდვის ტარიფია 8 აშშ. დოლარი, იმავე პორტიდან სომხეთისკენ, სადახლო-აირონის საზღვრამდე  ღირებულება შეადგენს 33 აშშ. დოლარს. თავის მხრივ, უკვე აირონიდან სომხეთიკენ ტარიფი 11 აშშ. დოლარი გახლდათ. ჯამში ეს ყველაფერი ძვირი გამოდიოდა, თანაც ემატებოდა ხელოვნური ბარიერები. შედეგად ტვირთმფლობელები ეძებდნენ ალტერნატივას - საავტომობილო ტრანსპორტი. საბოლოოდ მივიღე არაკონკურენტული გარემო, რასაც ხელი შეუწყო ხელისუფლებამ. ამიტომაც ჩვენ მივმართეთ საქართველოს და სომხეთის მთავრობებს ტარიფის შემცირების რეკომენდაციით. მეზობელი ქვეყნის ინიციატივით მივიღეთ შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირების ტარიფის შემცირება, რაც ძალიან კარგია“.



კონკურენციის გარდა კონკრეტულ პროდუქტებზე ტარიფების შემცირების რეკომენდაციით მთავრობას  HUB Georgia-მ მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების გამოც მიმართა:



„ტარიფების შემცირებამდე სარკინიგზო ტრანსპორტი საავტომობილოს კონკურენციას ვერ უწევდა. არადა, საერთაშორიო ბაზარზე პრიორიტეტული სარკინიგზო მიმართულებაა, ჩვენ კი საპირისპირო რელობა გვქონდა. ესე იგი, ავცდით საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან მუდმივად მზარდი იყო რისკი იმისა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, როგორიც არის ხორბალი სრულად დამოკიდებული გამხდარიყო ლარსი-სტეფანწმინდის საავტომობილო დერეფანზე, რომელიც სულაც არ არის სავაჭრო გზა. ამ უკანასკნელს კი რა პრობლემებთან შეიძლება მომავალში მივეყვანეთ, ახსნა არ უნდა (რუსეთს ვგულისხმობ)“, - განმარტავს ურუშაძე.



გარდა ტარიფებისა, სატრანსპორტო მიმართულებაში არსებულ არაერთი პრობლემას, ვასო ურუშაძე ხელისუფლების დილეტანტიზმს უკავშირებს. თუმცა ფაქტია, რომ ტრანსპორტირება ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.



„დღეს ჩვენ გვაქვს  ფუფუნება - სარკინიგზო და საპორტო მიმართულება, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო პერიდოში ცუდი ტენდენცია შეინიშნება. ტვირთები მეტწილად საავტომობილო ტრანსპორტით გადაიზიდება, რაც წამგებიანია. ზოგადად, მთელ მსოფლიოში, 300 კმ.-ზე მეტი მანძილის შემდეგ საავტომობილო ტრანსპორტის გადაზიდვა ეკონომიკურად არამომგებიანი და არამიმზიდველია. საქართველოში რატომღაც ხელისუფლებას ეს არ ესმის.


ამ დამოკიდებულების მიზეზია მენეჯმენტი და სახელმწიფო პოლიტიკა. საქართველოს რკინიგზა მუდმივად წარმოადგენს გარკვეული ჯგუფების ინტერესების სფეროს.  ძალიან მაღალ დონეზეა კორუფცია“.


ცნობისთვის, შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირების განახლებული  ტარიფით „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საკვანძო პარტნიორებმა უკვე მიიღეს ამ კატეგორიის პირველი ტვირთები.


„სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ და „საქართველის რკინიგზის“ ტერიტორიებზე  მარცვლეულის (ГНГ 1001; 1005)  და შროტის  (ГНГ 2304; 2306) ფოთიდან სომხეთამდე საიმპორტო გადაზიდვების ღირებულების გამოთვლაში გამოიყენება განაკვეთი 0,032 დოლარი 1 ტონა კილომეტრზე.


სალომე ლემონჯავა




სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up