ვასო ურუშაძე შინაგან საქმეთა მინისტრს ჯარიმების გადავადების რეკომენდაციით მიმართავს

ვასო ურუშაძე შინაგან საქმეთა მინისტრს ჯარიმების გადავადების რეკომენდაციით მიმართავს

access_time2020-03-20 17:54:05

“HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, მივმართავთ რეკომენდაციით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გამოსცეს ბრძანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჯარიმების გადახდის ვადის უვადოთ გადავადების თაობაზე.


ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჯარიმების გადავადება, რომელიც ეხება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, არ უნდა აღმოჩნდეს წამახალისებელი ფაქტორი ურჩი მძღოლებისთვის. აღნიშნულმა ფაქტმა არ უნდა გაზარდოს ქვეყანაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობათა ზრდა. ამიტომ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძონ საგზაო მოძრაობის წესების მკაცრი ადმინისტრირება, სტანდარტულად გაგრძელდეს საჯარიმო ქვითრების გამოწერა და მძღოლებისთვის მართვის მოწმობებზე ქულების დაკლება.


ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჯარიმების გადახდის ვადა ამოქმედდეს ქვეყანაში სტაბილური ვითარების აღდგენისთანავე, ამის შესახებ თითოეულ მძღოლს დაეგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება და ჯარიმის გადასახდელად მიეცეს გონივრული ვადა, ერთი თვე.



„შეიძლება საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის 50, 100 ან 150 ლარის ოდენობის ჯარიმის დროულად გადახდა, ამ მძიმე ვითარებაშიც კი არ წარმოადგენდეს პრობლემას და მათ შეუძლიათ დროზე ადრე გადაიხადონ ეს ფინანსური საურავი, რითაც გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ხელს შეუწყობენ საბიუჯეტო სახსრების აკუმულირებას, რომელიც შემდგომ შესაძლოა მოხმარდეს სოციალურ პროექტებს. მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი დგას სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინაშე, მათთვის 50 ლარის ჯარიმის გადავადება, შეიძლება აღმოჩნდეს შესაძლებლობა, შეიძინონ ერთი ტომარა პურის ფქვილი, რითაც თავიანთ ოჯახებს ერთი თვის მანძილზე უზრუნველყოფს პურპროდუქტებით.“-აცხადებს ურუშაძე. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up