ვასო ურუშაძე: „საზღვაო ფლოტის შექმნა რეალურია, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში“

ვასო ურუშაძე: „საზღვაო ფლოტის შექმნა რეალურია, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში“

access_time2019-01-29 15:30:58

საზღვაო ფლოტის შექმნა რეალურია, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში. დღევანდელი პოლიტიკური გარემო სრულად შეუსაბამოა, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელბა შესაძლებელი იყოს. გვაქვს სრულად არაადეკვატური სატრანსპორტო პოლიტიკა, განსაკუთრებით კი საზღვაო მიმართულებით, ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ქობულიას განცხადება დავიჯეროთ“,-  ასე აფასებს “hub Georgia“-ს დამფუძნებელი  ვასილ ურუშაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას.


საუბარია საზღვაო ფლოტის შექმნასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სერვისის დანერგვაზე.


ჩვენ გვაქვს დღესდღეობით საკმაოდ შორს წასული მოლაპარაკებები ჩვენი საკუთარი ფლოტის, საქართველოს ფლოტის შექმნასთან დაკავშირებით, - განაცხადა The Economist-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე - მსოფლიო 2019 ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ.


როგორც ვასილ ურუშაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, საქართველოში ზოგადად საზღვაო ფლოტის განვითარება სავსებით რეალურია, ქვეყანას თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით პერსპექტივებიც გააჩნია, მაგრამ მეორე საკითხია ხელისუფლების მხრიდან სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ურუშაძის თქმით, საზღვაო ფლოტის შექმნას არაერთი ფაქტორი უშლის ხელს და ყველა მათგანი პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. ამიტომ ქობულიას განცხადება უფრო დილეტანტური და პოპულისტურია, ვიდრე რეალური.



„მთლიანად სატრანსპოროტო პოლიტიკაა დღეს მოშლილი და განადგურებული, მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა საზღვაო მიმართულებაშია. ადგილობრივი ბაზარი არის სრულიად არალიბერალური, მოქმედებს უამრავი ბიუროკრატიული ბარიერი. საგადასახადო ნაწილიც კი სრულად მიუღებელია, რის გამოც, უამრავი ქართველი ვიცი, ვინც ფლობს საზღვაო ხომალდს და ოპერირებს, ეს გემები დარეგისტრირებული ჰყავს თურქეთში, საბერძნეთში და ა.შ. რატომ? - იმიტომ, რომ საქართველო საზღვაო მიმართულებით არის არამიმზიდველი ქვეყანა და ეს ყველამ იცის. ასეთ დროს ქობულიას განცხადებები, რა თქმა უნდა, უფრო ფორმალურია, ვიდრე განხორციელებადი“,- განმარტავს ვასო ურუშაძე.


სატრანსპორტო მიმართულებით რომ სწორი რეფორმა გატარდეს და ადგილობრივი ბაზარიც მეტად ლიბერალური და მოქნილი გახდეს, ამ შემთხვევაში ურუშაძის თქმით, საზღვაო ფლოტი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი დასაყრდენი. “hub Georgia“-ს დამფუძნებელი რამდენიმე ძირითად პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც შესაძლოა საზღვაო ფლოტმა მოუტანოს საქართველოს. ესენია:


„საზღვაო ფლოტი ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს: ერთი, როცა ჩვენი დროშის ქვეშ მცურავი საზღვაო ხომალდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდენენ ოპერირებას და ტვირთების გადაზიდვას. მეორე ვარიანტია, როცა ჩვენი საზღვაო ფლოტის უდიდესი ნაწილი, რომელიც იქნება რეგისტრირებული ასევე საქართველოს დროშის ქვეშ, მოემსახუროს ჩვენივე ქვეყანას და მთლიანად რეგიონს. პირველი ვარიანტი, ბუნებრივია, უფრო მეტ ბენეფიტს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ ორივე ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა სფეროს გასავითარებლად“,- აღნიშნავს ვასილ ურუშაძე.


სალომე ლემონჯავა




გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up