ვასო ურუშაძე -

ვასო ურუშაძე - "საკადრო პოლიტიკა იმართება ერთი კაბინეტიდან და ამას ჰყავს ერთი ხელმძღვანელი, კახა კალაძე"

access_time2019-01-22 23:11:28

ჰაბჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ რუსთავი 2 წერს. 

 

ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი, მამუკა კობახიძეა.

 

„ეს იმას ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ეს საკადრო პოლიტიკა იმართება ერთი კაბინეტიდან და ამ საკადრო პოლიტიკას ჰყავს ერთი ხელმძღვანელი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება თბილისის მერი, კახა კალაძე. ის მოსაზრებები, რომ, თითქოს, თბილისის მერია არ არის პასუხისმგებელი იმ საკადრო პოლიტიკაზე, რაც არის ამ კომპანიაში, არის ტყუილი და მეტიც, ყველა დონეზე, თითქმის, ამ კომპანიაში, როგორც სხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში და ასევე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ყოველწლიურად მცირდება პროფესიონალი კადრების რაოდენობა და იზრდება პოლიტიკური აქტივისტების, ნაცნობობით, ნათესაობით, ოჯახის წევრობით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა,“ - ამბობს ურუშაძე.

 

ურუშაძის თქმით, ყაზტრანსგაზთან კახა კალაძეს ბიზნესინტერესები აქვს. ურუშაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თბილისის მერის ბიზნეს დაინტერესებები აშკარა გახდა.


 

„თუ თბილისის მერის დაინტერესების სფეროებს გადავხედავთ, ეს არის ენერგეტიკა, ეს არის ნავთობპროდუქტები და სხვადასხვა მიმართულება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩნდება შეკითხვა, რომ დაინტერესება, პირდაპირ არამხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იქნა ადამიანების დასაქმება, არამედ პირადი ფინანსური დაინტერესებაც არსებობს,“ - ამბობს ურუშაძე.

 

ვასო ურუშაძისთვის დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კახა კალაძის განცხადება მიუღებელია, რომელმაც ოპონენტებს კრიტიკის პასუხად მთაწმინდიდან გამოქანება ურჩია.

 

თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. მომხდარის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ყაზტრანსგაზის 2 თანამშრომელი დააკავა.

 

რუსთავი 2





Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up