HUB Georgia: პუტინის რეჟიმისათვის, რუსეთის მოქალაქეების თანამედროვე, ევროპულ საქართველოში დასვენება  საფრთხის შემცველი გახდა

HUB Georgia: პუტინის რეჟიმისათვის, რუსეთის მოქალაქეების თანამედროვე, ევროპულ საქართველოში დასვენება საფრთხის შემცველი გახდა

access_time2019-06-26 18:00:31

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წელს ქვეყანას რუსეთიდან 1 135 მილიონი ტურისტი ეწვია, 2018 წელს კი - 1 404 მილიონი,  რაც გასულ წელთან შედარებით  23%–იანი ზრდაა.


2019 წლის 5 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 31%–ით გაიზარდა.

 

მ ციფრებისა და მიმდინარე პროცესების მიხედვით HUB Georgia-ს დამფუძნებელმა ვასო ურუშაძემ კომერსანტისთვის მომაზადა ანალიზი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  



„საქართველოს კურორტები და ქალაქები რუსეთში გარკვეულ ტრენდად იქცა, ტურისტები რუსეთიდან აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, აზიარებდნენ სხვადასხვა პოზიტიურ პოსტებს სოციალურ ქსელებში, მოუწოდებდნენ თავიანთ ახლობლებს საკუთარი თვალით ენახათ ეს ულამაზესი ქვეყანა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ქართული სტუმარ-მასპინძლობის მაღალი კულტურა, ასევე ქართულ რესტორნებში მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და შესანიშნავი სამზარეულო; ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ტრადიცია და შესაბამისი ხარისხი; მსოფლიოში ცნობილი ღამის კლუბები, საქართველოს ბუნება  და რაც ყველაზე მთავარია თავისუფლება.


დროთა განმავლობაში რუსეთში, გარკვეულ ჯგუფებში, გაჩნდა მოსაზრება, რომ ქართული დემოკრატია კარგია; სახელმწიფოს მიერ შექმნილი  ინსტიტუტები წარმატებულია და  ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას იძლევა.  აქედან გამომდინარე, რუსულ ელიტალურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ  რუსეთშიც საჭიროა ცვლილებები. დღითიდღე მყარდებოდა იდეა, რომ პუტინის დიქტატურა ცუდია, რადგან ის სიმდიდრე და დოვლათი, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო ფლობს, ძალიან მცირე ჯგუფზე ნაწილდება და, შესაბამისად,თუ დამარცხდება კორუფცია და დიქტატურა - რუსეთში გაცილებით მეტის მიღწევა იქნება შესაძლებელი.


აღნიშნულ ფაქტს სხვადასხვა კვლევებიც ადასტურებს, სადაც ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეიტინგი დღითიდღე დაბლა ეცემა. ფაქტია, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო გახდა ნომერ პირველი თავისუფლების და დემოკრატიის ექსპორტიორი სახელმწიფო რეგიონის მეზობელ ქვეყნებს შორს, რომელიც გადამდები აღმოჩნდა.



პუტინის რეჟიმისათვის, რუსეთის მოქალაქეების თანამედროვე ევროპულ საქართველოში დასვენება  საფრთხის შემცველი გახდა, რადგან ისინი ადგილზე პუტინის პროპაგანდისტული მედიისგან განსხვავებულ რეალობას აწყდებოდნენ. საქართველო თავისუფალია იმ მარწუხებისგან და განუკითხაობისგან, რაც რუსეთშია გამეფებული. პუტინისთვის, თითოეული რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტი მოსიარულე ნაღმად იქცა, რომელიც უკვე კონკრეტული ფაქტებით და მაგალითებით უპირისპირდებოდა კრემლის პროპაგანდას.


პუტინს, პროპაგანდისტული მანქანის შესაძლო ჩამოშლის პროცესი და საფრთხეც კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული. უბრალოდ, აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად საჭირო მომენტს ელოდებოდა.


მას ორი არჩევანი ჰქონდა: მოეხდინა საქართველოს გუბერნიზაცია  ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, დაეხშო თავისუფალი მედია, გაეუქმებინა დემოკრატია, ხელი შეეწყო კრიმინალისთვის, დაემკვიდრებინა კორუფცია და როგორც საკუთარი მოქალაქეებისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ საქართველო და კავკასია რუსეთის გავლენის სფეროა. ამის დემონსტრირებისთვის ან რუსეთის შიდა პოლიტიკაში მოსალოდნელ საფრთხეებს გაანეიტრალებდა,  ან „ააშენებდა კედელს კავკასიონზე“ და შეზღუდავდა რუსეთის მოქალაქეების გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ მისი გავლენების საჩვენებლად დაიგეგმა გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, სადაც კრემლს ძალიან არ გაუმართლა: საქართველოს მოსახლეობამ რუსეთის შვიდწლიან „შრომას“ და მცდელობას - გადავსულიყავით რუსეთის ორბიტაზე, მყისიერად უპასუხა.  პასუხი იმდენად მკაფიო  და მკაცრი იყო, რომ პუტინს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა და მან მეორე ვარიანტს მიმართა - დაიწყო „კედლის მშენებლობა“ რუსეთსა და საქართველოს შორის. პუტინმა აფექტურ მდგომარეობაში მიიღო დაჩქარებული გადაწყვეტილება, რის გამოც ისევ რუსეთის მოქალაქეებს სჯის, რადგან მათ თავისუფალი არჩევანი შეუზღუდა.


პუტინის დიქტატორული გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებს, ავიაკომპანიებს და მომსახურების სფეროში მოქმედ კომპანიებს შეეზღუდათ საქართველოში გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე სტუმარ-მასპინძლობის საკითხში და უცხოელი ვიზიტორების მიმართ მხოლოდ პატივისცემასა და კეთილგანწყობას ავლენდა, რუსეთმა იგი საფრთხის შემცველ ქვეყანად გამოაცხადა.


ჩვენ არ უნდა ავყვეთ  პუტინის პროპაგანდას, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად, XX საუკუნეშია ჩარჩენილი. XXI საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, გლობალურ საინფორმაციო  სამყაროში, დიქტატორებს აღარავინ ეკითხება, ვინ სად დაისვენოს და როგორ.  ფაქტია, საქართველო ჩამოყალიბდა რეგიონში ლიდერ ტურისტულ ცენტრად და ტურისტების ნაკადს რუსეთის ფედერაციიდან უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს, მიუხედავად იმისა სურს ეს ვინმეს თუ არა.


რაც შეეხება ავიაციას და ფრენების შეზღუდვას, დიახ, ეს ტურისტებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოში მოგზაურობა ერთგვარი ბარიერი იქნება, მაგრამ ეს რუსეთსა და საქართველოს შორის  „კედლის“ როლს ვერ შეასრულებს.  ტურისტების შემოდინება შეუქცევად ხასიათს მიიღებს და ამის სხვადასხვა ხერხი არსებობს.


 ბევრი ტურისტი დღესაც რუსეთიდან საქართველოში საავტომობილო გზით შემოდის, მეტიც, ბიუჯეტური ავიაკომპანია „პობედა“ დღეში ათობით რეისს ასრულებს მოსკოვის და სხვა რუსეთის დიდი ქალაქებიდან ვლადიკავკაზში, მგზავრების 90% კი საქართველოს ვიზიტორია. ისინი ვლადიკავკაზიდან საავტომობილო გზით აგრძელებენ მოგზაურობას საქართველოსკენ. ასევე, არსებობს არაერთი შემოვლითი ფრენების განვითარების პერსპექტივა: მინსკის, ერევნის, ბაქოს  და სხვა ქალაქების გავლით.


არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მთავარი მტერი კრემლის პოლიტიკაა - პუტინი და მისი პროპაგანდისტული მანქანა. ესაა მოცემულობა,რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ანტი-პროპაგანდისტული მეთოდებით. გვიტევს პუტინი? - შევუტიოთ ჩვენც, თითოეული ტურისტი, რომელიც რუსეთიდან ჩამოვა და შემდეგ დაუპირისპირდება რუსეთის პროპაგანდას, არის ჩვენი მოკავშირე. საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიის და თავისუფლების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში, რაც პუტინის რეჟიმის ჩამოშლას გარდაუვალს გახდის, განმარტავს ვასო ურუშაძე. 



სალომე ლემონჯავა





ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up