ვასო ურუშაძე: კახა კალაძემ თბილისს განაჩენი გამოუტანა

ვასო ურუშაძე: კახა კალაძემ თბილისს განაჩენი გამოუტანა

access_time2020-05-14 12:00:07

“HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„თბილისის მერმა, კახი კალაძემ გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, დეველოპელურ სექტორს ბიუროკრატიული პროცედურები გაუმარტივდებათ. რაც ერთი შეხედვით უწყინარ განცხადებას ჰგავს, მეტიც ჩვენ მივესალმებით რეალური ბიუროკრატიის შემცირებას და კერძო სექტორისთვის შემაფაერხებელი ბარიერების მოხსნას.


მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ამ უწყინარი განცხადების უკან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგას, რომელიც ფაქტიურად განსაზღვრავს თბილისის მომავალს.


თბილის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის საჯარო განცხადებებიდან ვიგებთ, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს ამოღებულ იქნას უმნიშვნელო მოთხოვნები. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ეს უმნიშვნელო მოთხოვნა არის მშენებლობის დაწყების დროს სავალდებულო სატრანსპორტო გავლენის შეფასება. მომავალში სამშენებლო კომპანიებს აღარ მოუწევთ ზრუნვა ტრანსპორტის გავლენის შეფასებაზე, ეს არის კვლევა რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით რა მოცულობის მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე.



აღნიშნული ვალდებულება სამშენებლო და დეველოპელურ კომპანიებს 2018 წელს დაეკისრა, რაც ცალსახად იყო თბილისის სწორი ურბანული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. აღნიშნულმა რეგულაციამ 2018 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეაფერხა ქალაქის ქაოტური განაშენიანება და არაერთი უბანი იხსნა მოსალოდნელი სატრანსპორტო კოლაფსისაგან.


სწორედ თბილისის მერიის მრავალწლიანმა გაუაზრებელმა ურბანულმა პოლიტიკამ, სადაც თავიდან ბოლომდე უგულებელყოფილი იყო ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, მიგვიყვანა ამ სავალალო მდგომარეობამდე და თბილისი აქცია საცობებით სავსე ქალაქად. რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსთან ერთად, გადაადგილება, განსაკუთრებით ქვეითებისთვის სიცოცხლისთვის საშიში გახადა. ამის ნათელი მაგალითებია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ჟვანიას ქუჩა, ტროტუარებზე განთავსებული ბენზინგასამართი სადგურები და სხვა უამრავი ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსები თუ სხვადასხვა კომერციული ობიექტები, ყოველგვარი სატრანსპორტო ნაკადების მართვის და მოძრაობის ორგანიზების განგარიშების გარეშე, პირდაპირ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ შენდებოდა.


სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს სატრანსპორტო კომპონენტის უგულებელყოფა იქნება განაჩენი თბილისისთვის, რაც მომავალში ქალაქის სატრანსპორტო სისტემის პარალიზებას გამოიწვევს. თუ თბილისის მერმა აღასრულა ეს უგუნური გადაწყვეტილება, ჩვენ მომავალში თბილისის მასშტაბით მივიღებთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ანალოგიურ მდგომარეობას.


თუ სამშენებლო და დეველოპერ კომპანიებს მიაჩნიათ, რომ სავალდებულო სატრანსპორტო გავლენის შეფასების კვლევა არის არაეფექტიანი და უბრალოდ დამატებითი ბიუროკრატიიული ბარიერია , მაშინ ეს თბილისის მერიის მენეჯმენტის და მართვის პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად პროცესის გაჯანსაღების და რეგულაციების დახვეწის მიზნით, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია სამშენებლო და დეველოპერ კომპანიებთან. რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაცია "HUB Georgia" რეკომენდაციებით მიმართავს თბილისის მერიას“-ნათქვამია განცხადებაში,





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up