ვასო ურუშაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან გაკეთდეს განმარტება, რატომ ვერ მოხერხდა გაწერილ ვადებში ხაშურის შემოვლითი გზის სრულყოფილად დასრულება

ვასო ურუშაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან გაკეთდეს განმარტება, რატომ ვერ მოხერხდა გაწერილ ვადებში ხაშურის შემოვლითი გზის სრულყოფილად დასრულება

access_time2020-08-22 18:00:31

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში ხაშურის შემოვლითი გზის გახსნას ეხმაურება.


ხაშურის 13 კილომეტრიანი შემოვლითი 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, ბოლო მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოს თვეში უნდა დასრულებულიყო.


 დღეს ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი “დროებით” იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.



ხაშურის შემოვლითი გზის დაუსრულებელი ფორმით გახსნა შასაძლოა წარმოადგენდეს მომატებულ საფრთხეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში. როგორც ეს ერთ დროს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის დაუსრულებელი მდგომარეობით ექსპლუატაციაში გაშვებამ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოუღებელია 2 ზოლიანი, ორმხვრივი ჩქაროსნული მაგისტრალის გზის გამყოფი ნაგებებობების გარეშე ექსპლუატირება.


აუცილებელია, ხაშურის შემოვლითი გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც მოძრაობა იქნება 2 ზოლიანი და ორმხვრივი, განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ მოეწყოს უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი დროებითი ინფრასტრუქტურა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების პროვოცირების რისკს.


ასევე მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან გაკეთდეს განმარტება, რატომ ვერ მოხერხდა გაწერილ ვადებში ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის სრულყოფილად დასრულება, რამაც მომავალში შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა-წერს ვასილ ურუშაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up