ვასო ურუშაძე: „ფრეგოს“ საქმეზე რეალური დამნაშავე შპს „ნიუ გრუპია“

ვასო ურუშაძე: „ფრეგოს“ საქმეზე რეალური დამნაშავე შპს „ნიუ გრუპია“

access_time2019-08-01 16:00:04

„სახელმწიფოს, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად გამოევლინა თაღლითები და მათი მფარველები, მიადგა ბიზნესს, რომელიც წლებია ამ სფეროში კეთილსინდისიერად საქმიანობს. აღნიშნულს ადასტურებს „ფრეგოს“ საქმე, სადაც კომპანიას უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს, რეალური დამნაშავე კი, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაახლოებული  „შპს ნიუ გრუპია““,- ასე აფასებს „HUB Georgia“-ს დამფუძნებელი ვასო ურუშაძე „ფრეგოს“ დამფუძნებელ გიორგი თოფჩიშვილის დააკავების ფაქტს.


როგორც ურუშაძე აღნიშნავს, კერძოს სექტორი ამ მიმართულებაში  ყოველთვის კანონის სრული დაცვით მოქმედებდა და საქმიანობდა. თუმცა, იმავე გავრცელებული თაღლითური სქემის გამო, დღეს სახელმწიფოს ძალიან დიდი ოდენობის თანხის დანაკლისი აქვს ბიუჯეტში და ახლა მის შევსებას ცდილობს. ურუშაძის თქმით, დაკარგულ თანხას თავად თაღლითებისგან სახელწმიფო ვეღარ ამოიღებს, მითუმეტეს მათ გავლენიანი პირები მფარველობენ, ამიტომ ბიზნესის დაშანტაჟება დაიწყო:


„თაღლითებს ჰყავთ კონკრეტული მფარველები (ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი), რაც ჩვენ ადრეც არაერთხელ გვითქვამს, ამიტომ ახლა მთავრობა მიადგა ბიზნესს. დაიწყო კერძო სექტორის შანტაჟი, დევნა და ფულის გამოძალვა“.


 ურუშაძის განმარტებით სახელმწიფომ  კონკრეტულად „ფრეგოს“ დამფუძნებელი კონკრეტული მიზეზით დააკავა:


„ჩემი ინფორმაციით, კომპანია „ფრეგომ“ ითანამშრომლა იმ კომპანიასთან, რომელიც თაღლითურ სქემაში ფიგურირებს. აღსანიშნავია, ამ თანაშრომლობას არანაირი კავშირი არ აქვს თაღლითობასთან, მაგრამ რადგან კონტაქტი დაფიქსირდა, ამიტომ მიზეზი მონახეს და მიადგნენ „ფრეგოს“. 


რაც შეეხება რეალურ დამნაშავეს, თაღლითურ კომპანიას, რომელზეც ახლაა საუბარი, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაახლოებული  „შპს ნიუ გრუპია“, რომელიც დაფუძნებულია და იმართებოდა აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ, ახდენდა საწვავის რეალიზაციას. აღნიშნული კომპანია სთავაზობდა ნავთობპროდუქტებს კონკურენტუნარიან ფასებში, შესაბამისად კომპანია „ფრეგომ“ შეიძინა აღნიშნული კომპანიისგან საწვავი. წლების შემდეგ საგამოძიებო სამსახურმა „შპს ნიუ გრუპი“ არამართლზომიერ ქმედებაში დაადანაშაულა, მაგრამ სავარაუდოდ, მფლობელები ვერ იპოვა. ახლა ცდილობენ  კომპანია „ფრეგოს“ დადანაშაულებას, თითქოს მიზანმიმართულად ახდენდა ბაზარზე იაფი საწვავის რეალიზაციას და არაჯანსაღი კონკურენციის ორგანიზებას“,- განმარტავს ვასო ურუშაძე.


საჯარო რეესტრის  ინფორმაციით შპს „შპს ნიუ გრუპი“ დარეგისტრირებულია 2015 წლის 19 ივნისს. ამჟამად კომპანიის  დირექტორები აზებაიჯანის მოქალაქეები,  ელდარ კარიმოვი და რუად ჯაბრაილოვი არიან.


„კომერსანტი“ ცდილობს კომპანია „ნიუ გრუპის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს. როგორც კი დეტალებს დავაზუსტებთ, ინფორმაციას გავასაჯაროებთ.



სალომე ლემონჯავა






6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up