ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია

ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია

access_time2020-02-24 10:00:19

 „საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი.....როდესაც ლოგისტიკურ ჰაბზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ეფექტიანი საგზაო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის არსებობას.“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წელს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად ქცევის გეგმაზე საუბრისას საერთაშორისო რეიტინგების ლოგისტიკური ინდექსის საგანგაშო მაჩვენებელი უნდა გავითვალისწინოთ, რაც სრულიად სხვა სურათს ქმნის.  საქართველო დღეს ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით 119-ე პოზიციას იკავებს მაშინ, როდესაც 2012 წელს 77-ე პოზიციაზე იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წელია Doing Business-ის რეიტინგში ბიზნესის კეთების სიმარტივით ქვეყანა პირველ ათეულშია და ამჟამად მე-6 პოზიციას იკავებს. ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად მარტივი ქვეყანა იყოს? არის თუ არა შესაძლებელი, რომ ქვეყნის ბუნებრივი გეოპოლიტიკური პოტენციალი ისე იყოს უგულებელყოფილი, რომ საერთაშორისო რეიტინგებში 40 პუნქტით ქვევით ჩამოვიდეს? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო მართლაც გახდეს ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში?


„სომხეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა - ეს ქვეყნები ლოგისტიკის ინდექსის რეიტინში გვისწრებენ.  რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვითარდებიან და ჩვენ ერთ ადგილას ვდგავართ. ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა 4 წელია აფშერონში ულტრათანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი ააშენა, 2020 ში დასრულდება მათი ახალი ლოგისტიკური ცენტრიც.  ამ დროს ჩვენ, უძრავად ვართ და შედეგებს ვაუარესებთ კიდეც“   - ასე აფასებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი საქართველოს, როგორც „მომავლის ლოგისტიკური ჰაბის“  სტატუსს დღევანდელ რეალობაში.


პაატა ცაგარეიშვილი აუცილებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს შორის ლოგისტიკური ინვესტიციების მოზიდვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლოგისტიკის სფეროში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას ასახელებს. მისი თქმით, დღესდღეობით ხელისუფლებაში არ არსებობს კონკრეტული სტრატეგია, რის მეშვეობითაც საქართველო ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას მოიპოვებს.


„2016 წლისთვის თბილისსა და ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრები უნდა აშენებულიყო. ქუთაისში 72 მილიონის საინვესტიციო ღირებულების, ხოლო თბილისში 80 მილიონის ღირებულების ცენტრები.  ამ პროექტის შესახებ არაფერია ცნობილი. რა იყო ის ხელისშემშლელი მიზეზები, რომ ეს პროექტები ვერ განხორციელდა?


ჩვენთან არ არის განვითარებული 3PL ტიპის გადამზიდავი კომპანიები, რომლებსაც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში საწარმოები ქირაობენ, რომელთაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე განბაჟებაც, დანიშნულების ადგილზე მიტანაც ისე, რომ საწარმოს არ აქვს დანახარჯი. ეს სისტემა საქართველოში განუვითარებელია და ძირითადი ამოცანაა  ლოჯისტიკური 2 PL მომსახურების გარდაქმნა, 3PL ლოჯისტიკად.



ლოჯისტიკის სფეროში არის ინვესტიციების ნაკლებობა, მნიშვნელოვანია  სერვისების განვითარება  და მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრქუტურის დანერგვა. ანუ როცა ტვირთი ჩამოვა, უნდა იყოს სპეციალური ბლოკ-მატარებლები, რომლებიც გრაფიკით გაანაწილებს ტვირთს.  მნიშვნელოვანია  საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და თანამედროვე სასაწყობო ინფრასტრუქტურის განვითარება.  ჩვენ არ გავქვს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია დოკუმენტის სახით. ამასთან, ლოჯისტიკის სფეროში დასაქმებულთა ძალიან დაბალი კვალიფიკაცია სახეზეა და ამ კვალიფიკაციის ამაღლების გეგმაც არ გაგვაჩნია.  სწორედ ამ პუნქტების ერთობლიობა გვაყენებს იმ დაბალ საფეხურზე, ანუ 119-ე ადგილზე, სადაც დღეს ჩვენ ვართ.“- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი


 საქართველოს ლოგისტიკური განვითარების ტემპებს Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძეც აფასებს და აცხადებს, რომ წარმოუდგენელია ქვეყანა Doing Busines-ის რეიტინგში მეექვსე ადგილზე იყოს და ამავდროულად ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსით  119-ე ადგილზე ვიყოთ და ჩამოვრჩებოდეთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ყირგიზეთი, სომხეთი, უზბეკეთი.


„ ბიზნესის კეთების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ეფექტიანი, სწრაფი და მოქნილი ლოგისტიკური სისტემა შესაბამისი კონკურენტუნარიანობით საერთაშორისო ბაზარზე. ბოლო 15 წელია თავს იმით ვიწონებთ, რომ პირველ ათეულში ვართ ბიზნესის  კეთების სიმარტივით, თუმცა, რეალურად ბიზნესის კეთება საქართველოში შეუძლებელია. ქვეყნის ლოჯისტიკური ეფექტიანობა თითქმის ფსკერზეა და  გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია.“ - აღნიშნავს ურუშაძე.


მისი ინფორმაციით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ლოჯისტიკური ჰაბის სტატუსი ერთადერთია, რაც ქვეყანას ხელშესახებ ეკონომიკურ დადებით შედეგს მოუტანს, თუმცა, დღევანდელ რეალობაში ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება.


„ჩვენი სახელმწიფო, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, უკვე არის ბუნებრივი ჰაბი.  ყველაფერი გვაქვს, რომ ვიყოთ განვითარებული ძლიერი სახელმწიფო. თუმცა, არასწორი პოლიტიკის გამო, რომელიც ანგრევს ლოჯისტიკასა და ტრანპორტს, დღემდე სიღარიბეში ვართ.  ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო, დილეტანტი პოლიტიკური მმართველი ელიტა, რომელიც ვერ ათვითცნობიერებს სატრანსპორტიო ლოჯისტიკური სექტორის მნიშვნელობას და გვყავს სახელმწიფოს მტრები, რომლებიც ჩრდილოვანი მმართველობის ვერტიკალში არიან და რკინიგზასა და პორტს  საკუთარი პირადი ინტერესების გასატარებლად იყენებენ.  


იმისთვის, რომ ხელისუფლებას გონება გაეხსნას,  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები  ფინანსურ დახმარებასაც უზრუნველყოფენ. ამ  მიზნით აზიის განვიათრების ბანკისგან 750 ათასი ამერიკული დოლარი გამოიყო, რათა სახელმწიფოს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა შეემუშავებინა. ეს  პროცესი 2015 წლიდან დაიწყო.  ეკონომიკის სამინისტრო უპასუხისმგებლოდ მოიქცა და  თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.  ნაცვლად ამ დოკუმენტისა, ნეპოტისტური კავშირებით ვიწრო ჯგუფმა ფარატინა ფურცელი შეიმუშავა, რომელიც არ არის თანხვედრაში საქართველოს რეალურ გამოწვევებთან. მისი არასერიზულობის გამო, ეს დოკუმენტი დღემდე არ არის გამოქვეყნებული და ეკონომიკის სამინისტროს თაროზე მტვერი ედება.“ - ამბობს ვასო ურუშაძე.


ლოგისტიკის ინდექსის მაჩვენებელი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ინფრასტრუქტურის მდგომარეობით საქართველო 102-ე ადგილზეა, 2012  წელს ეს მაჩვენებელი 58 -ე იყო. ლოგისტიკური პროცესების განხორციელების კომპეტენციის კუთხით საქართველო 132-ე პოზიციაზეა მაშინ, როცა  2012 წელს 72-ე  ადგილზე იყო.  ტვირთების მეთვალყურეობის უზრუნველყოფის მაჩვენებლით 139-ე  ადგილზევართ. საბოლოოდ,  საქართველო ახლა 119-ე ადგილზეა, ხოლო სომხეთი, რომელიც საქართველოს დერეფანზეა დამოკიდებული - 92 პოზიციაზე მოხვდა.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up