ვასილ ურუშაძე: განუკითხაობა საქართველოს სატრანსპორტო სექტორში გრძელდება !

ვასილ ურუშაძე: განუკითხაობა საქართველოს სატრანსპორტო სექტორში გრძელდება !

access_time2018-08-03 14:00:11


განუკითხაობა საქართველოს სატრანსპორტო სექტორში გრძელდება !   წერს HUB Georgia-ს ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე სოციალური ქსელში და მიმართვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia 


 

2018 წ. ივნისში, ბათუმში გამართულ სატრანსპორტო ფორუმზე, შავი ზღვის წამყვანმა უკრაინულმა საბორნე კომპანია უკრფერის ხელმძღვანელმა აღნიშნა:

 

  1. ყველაზე მაღალი საპორტო ტარიფები ქართულ პორტებშია. 
    გაკეთდა განცხადება შემცირების რამოდენიმე ვარიანტზე. 


– ბალტიისპირეთის პორტები გემთშემოსვლის რაოდენობიდან გამომდინარე აწესებენ სატარიფო პოლიტიკას. რადგან თითო ბორანი, საშუალოდ 50 გემთშემოსვლას ახდენს წლის განმავლობაში. 


– ასევე აღნიშვნა, რომ შესაძლებელია დამატებითი შეღავათის მიღება, სალოცმანო მომსახურების გათავისუფლებით (Pilot exemption) რადგან რეგულარული სახაზო გემების კაპიტნები საკმაოდ გამოცდილები არიან კონკრეტულ პორტებში, შესაბამისად საზღვაო ადმინისტრაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებით შეუძლიათ მიიღონ სალოცმანო სერვისიდან გათავისუფლების უფლება, რაც დაუზოგავთ თანხებს. ნებისმიერ შემთხვევაში გემის კაპიტანი არის პასუხისმგებელი, მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა ლოცმანი გემზე.

 

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სალოცმანო მომსახურება იყო სახელმწიფო საბიუჯეტო მომსახურების შემადგენელი ნაწილი წლების მანძილზე, თუმცა წლების წინ მოხდა მომგებიანი მომსახურების სახელმწიფო სერვისებიდან გამოყოფა და პრივატიზირება. დღეს დამოუკიდებელი სალოცმანო კომპანია, განსაკუთრებით ბათუმის პორტში თავისით აწესებს ტარიფებს, ამასთანავე თვითნებურად დააწესეს ღამის ტარიფები ბათუმის სალოცმანო მომსახურებაზე, რა დროსაც გემებს მომსახურებას 25%–ით უზრდიან.

 

 

  1. გემის ყველაზე მაღალი დამუშავების დრო საქართველოს პორტებშია სხვა პორტებთან შედარებით.

 


 

– ძირითადად შეეხო კომისიის ლოდინის ან ჩატარების ხანგრძლივობას.
– უკრაინამ გაატარა გარკვეული რეფორმა და უკვე შესაძლებელია გემმა ნავმისადგომთან დადგომისთანავე დაიწყოს სატვირთო ოპერაციები.

საქართველოში, სასაზღვრო ფორმალობა მეზღვაურებზე გასამარტივებელია რაც შეიძლება მალე, ისევე როგორც ევროპაშია. 


მაგალითად: გემი დადგა ნავმისადგომთან, იმის მაგივრად, რომ დაიწყოს აზომვა სურვეერმა და ტერმინალის წარმომადგენელმა და მილის მიერთება, საბაჟო საბუთების მომზადება, სატვირთო ოპერაციების ოპერატიული დაწყება, პირიქით, გემი და მხარეები ელოდება პატრულს, რომ პატრულმა გააფორმოს მეზღვაურის პასპორტები, რაც დაახლოებით 20 წუთიანი პროცედურაა, მაგრამ ქალაქში ტრაფიკია, შეიძლება სხვა გემზე არიან პატრულის თანამშრომლები დაკავებული, ამ დროს მოლოდინში შეიძლება 1-2 საათი დაიკარგოს.

 

გემთმფლობელისთვის ყოველი წუთი მნიშნველოვანია, რადგან გემის მოცდენის ჯარიმები საკმაოდ მაღალია. მთელი მსოფლიო ცდილობს მაქსიმალურად შეამცირონ პორტში დგომის დრო. მეზღვაურები გემიდან არ ჩამოდიან, აქედან გამომდინარე დადგომისთანავე შესაძლებელია დაიწყოს სატვირთო ოპერაციებისთვის მზადება, ხოლო მეზღვაურები არ დატოვებენ გემს, სანამ პატრული არ დართავს ნებას... ასეთი მიდგომით სერიოზულად დაიზოგება გემების დამუშავების დრო.

 

 

აქვე მნიშვნელოვანია დადგეს საკითხი სახაზო გემების სალოცმანო მომსახურებისგან გათავისუფლებაზე. იმ შემთხვევაში, თუ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განაცხადებს, რომ ასეთი გათავისუფლება არ არის უსაფრთხო, მიუხედავად საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკისა, ე.ი. სააგენტოს ხელმძღვანელები, არიან კორუფციული გარიგებებში, რადგან ხელოვნურად ხელს უწყობენ ბარიერების შექმნას და ანარქიას საზღვაო სფეროში.

 

 

პრობლემების ეს მცირედი ნაწილი იმ უამრავ პრობლემას შორის რომელიც არის საქართველოს სატრანსპორტო ინდუსტრიაში, არის ძალიან მარტივად მოგვარებადი, უბრალოდ საჭიროა პოლიტიკური ნება და საჯარო ადმინისტრაციული ორგანოების კვალიფიციური და გადაწყვეტილებების მიმღები პირებით დაკომპლექტება.

 

 

ტრანსპორტის ინდუსტრიას საქართველოში გააჩნია უდიდესი პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უბრალოდ უნდა გავანთავისუფლოთ ის მუხრუჭებისგან და მივცეთ ბიძგი განვითარებას.

იმედია ახალი ეკონომიკის მინისტრი, უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს სატრანსპორტო ინდუსტრიას და ჩვენგანაც მოისმენს პრობლემების შესახებ ინფორმაციას და რეკომენდაციებს.

 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up