კომპანია ფრესკოს დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ ფრესკოს facebook გვერდის მეშვეობით, სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესაფასებლად საჯარო სივრცეში გამოსათქმელი სიტყვები არ ყოფნის.
ვასილ სოფრომაძე ამავე მიმართვაში ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
ფრესკოს დამფუძნებლის თქმით, სამინისტრო ხელოვნურად აჭიანურებს კომპანიისთვის დაკისრებული დავის სარჩელის განხილვას, რის გამოც მან პარტნიორებთან ერთად $15-მილიონიანი პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა.
„შემთხვევით წავაწყდი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვინმე ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მიძღვნილ ღია წერილს, მინდა ამ წერილიდან ამონარიდი წაგიკითხოთ - “ მიუხედავად იმისა, რომ ოცნების ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე რეალური შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა”, - სიტყვები არ მყოფნის ამის კომენტირებისათვის. საჯარო სიტყვები არ მყოფნის. ეთერში და სივრცეში რომ წარმოითქმება ისეთი სიტყვები არ მყოფნის. სხვა სიტყვები მოდის თავში“,- ამბობს სოფრომაძე.