ვასილ სოფრომაძე - მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს! დამიჯერეთ, ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ

ვასილ სოფრომაძე - მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს! დამიჯერეთ, ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ

access_time2019-03-07 20:15:30

კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს. ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.

 

„მე არ ვარ არც ერთი ასოციაციის, არც ერთი ფედერაციის წევრი. არაფრის პრივატიზება არ გამიკეთებია ცხოვრებაში არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, სადაც ბიზნესი მიკეთებია. არასდროს ვყოფილვარ შემჩნეული რომელიმე მთავრობასთან მეგობრობაში საქართველოში ან ყოფილის, ან ახლანდელის. მე, ვასო სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული, მე ხმას ვიღებ, მე ვლაპარაკობ, მე ვიბრძვი და მერე რა, რომ მე ერთი წელიწადია უკვე ჰაერში დაკიდებული ვყავარ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან, რომ აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მათ არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი და მან დადო დასკვნა, რომელმაც ქვა-ქვაზე არ დატოვა ყველა იმ შენიშვნიდან, რომელიც საგადასახადო სტრუქტურებმა ჩვენ წაგვიყენეს. მერე რა, რომ მე ამის შესახებ ღიად ვილაპარაკე, მერე რა, რომ მე პროკურატურაში შევიტანე ჩემი საჩივარი, მერე რა, რომ მე ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე, მერე რა, რომ მე ამაზე ღიად ვლაპარაკობ, რამე შეიცვალა, რამე მოხდა? რას გვეუბნებით ჩვენ თქვენ? - მე თქვენ მოგმართავთ - პოლიტიკოსებს. ჩვენი გადასახადებით, ჩვენი თანხებით დაფინანსებული დადიხართ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებში და ასხამთ ბენზინს, დადიხართ ჩვენს მარკეტებში და ყიდულობთ პროდუქციას, დადიხართ ჩვენს ბანკებში და ღებულობთ მომსახურებას, თქვენ ჩვენ გვებნებით ამას? თქვენ მიიყვანეთ ეს ქვეყანა აქამდე, თქვენ, ბატონებო, თქვენ - ყველა თქვენთაგანმა და არა ოპოზიციამ, ერთმანეთთან კინკლაობით, ერთმანეთში გაუგებრობებით. რა გინდათ თქვენ, რა? - ამ მშიერმა ხალხმა... მე ხალხის სახელით კი არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ იმას, რასაც ვგრძნობ, რომ ხალხს უჭირს. ღერღილზე და სიმინდის ფქვილზე და 5 და 10-ლარზე მოგცათ ხმა და თქვენ არ იცით როგორი პოლიტიკოსები ხართ თქვენ და საიდან მოხვედით და როგორ მოხვდით პარლამენტში არ იცით? - რა გინდათ ჩვენგან, რა გავაკეთოთ? გეკითხებით, რა გავაკეთოთ? გვეუბნებით, საკუთარი თავი დაიცავითო? ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღოთ ხელში? რა გინდათ, რომ გავაკეთოთ? ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ თუ რამე არასწორად ხდება, არ უნდა იყოს სასჯელი. ჩვენ ვამბობთ, რომ გამოიძიეთ, დაუმტკიცეთ და დასაჯეთ. სად არის პრეზუმფცია, რომ ადამიანი თავიდან მართალია? მე, ვასო სოფრომაძემ რა გავაკეთო, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებ? იმის გამო, რასაც ვამბობ, გგონიათ მე მეშინია? ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხი თქვენს წყნარ პოლიტიკურ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ, მე თქვენი მეშინია და თქვენ მე გამაჩერებთ? როგორ ფიქრობთ, თქვენ მე ხმას ჩამაგდებინებთ? ყოველ დღე რომ ეუბნებით ჩვენს ხალხს და ჩვენ რომ ცხვრები ვართ, თქვენ მე მართლა ცხვარი გგონივართ? როგორ ფიქრობთ, ბატონებო? - ყველაზე დიდი პრობლემა იცით რა არის? თქვენ უმეტესობა ცხვრები, მგლების ტყავში გადაცმულები რომ ჭკუას და ნოტაციას გვიკითხავთ.

 

ხშირად მსმენია, არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში და არც ერთ ქვეყანაში გამორჩეული ბიზნესმენები. ვეთანხმები ამას. არ უნდა იყოს, დავამატებ, არც გამორჩეული ბიზნესები უნდა იყოს, მაგრამ სწორია, როცა ჩემი კონკურენტი კომპანია „კარფური“ დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს და მილიონობით ლარი არ შედის სახელმწიფოს ბიუჯეტში? ეს ჩემი ბრალია და ეს არის თქვენი სწორი მიდგომა ბიზნესის მიმართ? თქვენ როგორ ფიქრობთ, იმას, რასაც ჩვენ ვფლობთ, იმ ინფორმაციას, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროში, იმ საკითხებზე, რაზეც გვედავებიან, თქვენ მართლა გინდათ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები? - პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე - როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიებში? როგორ ატრიალებენ იარაღას ახალგაზრდა გოგოების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები, გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?

 

მე არ მინდოდა, რომ ასე ემოციური ყოფილიყო ჩემი გამოსვლა. მინდოდა უფრო ცივილურ, მშვიდ ტემბრში მელაპარა თქვენთან - თქვენ გზას არ გვიტოვებთ.

 

მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ. როცა ერთ მშვენიერ დღეს თქვენ გამოხვალთ თქვენი სახლებიდან - თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით და ვერ ჩაასხამთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

 

გონს მოეგეთ, მე გირჩევთ. არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას შემარჩენთ. ჩემი მისამართი ხომ იცით? სადაა ჩემი სათაო ოფისი, ხომ იცით? ყველაფერი ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? მე გელით! მე ჩემსას გავაკეთებ, მე ჩემსას მივაღწევ. „კაპიკს“ ვერ აიღებთ ჩემგან“, - ნათქვამია პოლიტიკოსებისადმი ვასილ სოფრომაძის მიმართვაში.











ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up