ვასილ სოფრომაძე მის ნაცნობ პარლამენტარებს გადადგომისკენ მოუწოდებს

ვასილ სოფრომაძე მის ნაცნობ პარლამენტარებს გადადგომისკენ მოუწოდებს

access_time2019-06-22 12:28:34

"ფრესკოს" დამფუძნებელი 21 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მან ამ თემაზე ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.


"მივმართავ მოქმედი მთავრობის იმ წევრებს, რომელთანაც მე პირადი, ადამიანური ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არც „ქართული ოცნება“ არსებობდა და არც ისინი იყვნენ მთავრობის წევრები; მივმართავ პარლამენტარებს, ვისთანაც ადამიანური ურთიერთობა მქონდა, როცა პარლამენტის წევრები არ იყვნენ: თქვენი შვილები დასისხლიანებულები რომ დაბრუნებულიყვნენ, თვალის გარეშე დარჩენილიყვნენ.... და თქვენ რომ არ გადადგეთ, არ დატოვოთ პარლამენტი და არ განერიდოთ ამ უმსგავს საქციელს, მე თქვენ გამარჯობას არ გეტყვით. შეიძლება, რომელიმე თქვენგანმა თქვას, შენი გამარჯობა არ მჭირდებაო, მაგრამ მე არ მჭირდებით თქვენ. მე ვაფიქსირებ, რომ არასოდეს ხელს არ გამოგიწოდებთ.


გეთანხმებით იმაში, რომ პოლიციელს ხელით არ უნდა შეეხონ და მისი ხელის შემხები უნდა დაისაჯოს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა დაისაჯოს ის, ვინც მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, ვინც ვერ უზრუნველყო, რომ მსგავსი უმსგავსოება, ამაზრზენი სიტუაცია, რაც მოხდა რუსთაველზე, არ მომხდარიყო", – აცხადებს სოფრომაძე.


ასევე, ბიზნესმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობას არჩევნების გზით თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება მისცეს.



"მხოლოდ არჩევნებით შეიძლება მთავრობის შეცვლა და მიეცით ამ ხალხს საშუალება, რომ თავისუფალი ნება გამოხატონ და თუ ეს ხალხი ისევ თქვენ აგირჩევთ, მე ამ ხალხის ნებას დავემორჩილები, მაგრამ მე ამ ქვეყანაში აღარ ვიცხოვრებ. არ მინდა, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც მონობას აძლევენ ხმას, სადაც გაუსაძლის სიტუაციას აძლევენ ხმას.


დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ვინც ხართ დღეს ნებით თუ უნებლიეთ მოხვედრილი ამ მთავრობაში, პოლიტიკურ ძალაში, რომელიც მართავს, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და მე გაგიგეგბთ, ქართველი ხალხი გაგიგებთ და და ნუ შეახოცავთ ხელს პარლამენტის დაცვას და პროტოკოლის ხელმძღვანელს. ეს იგივეა, „ფრესკოს“ ოფისში, ჩემი კონკურენტი კომპანიის ხელმძღვანელი ჩემს კაბინეტში, ჩემს სავარძელში იჯდეს და მე პასუხი მოვთხოვო არა ჩემს მენეჯმენტს, არამედ ჩემს პირად მდივანს და დაცვის უფროსს. გრცხვენოდეთ!", - განაცხადა სოფრომაძემ.


განცხადების ბოლოს მან პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა.


"შეიძლება, ძალიან ქუჩურად და ძველბიჭურად გამომივიდეს, თუმცა არც ქუჩის ბიჭი და არც ძველი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ - მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო გახარია: როცა თქვენ მინისტრი არ იქნებით, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იქნებით, დამირეკე, ჟორა, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც კაცი კაცს და მაშინ გეტყვი მე, ვასო სოფრომაძე ყველაფერს, რისი თქმაც მინდა შენთვის!", - მიმართა სოფრომაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს.






Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
access_time2019-10-18 14:00:43
თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ  მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა  800 000 დოლარს შეადგენს.   არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს...


მსგავსი სიახლეები

up