ვასილ სოფრომაძე: კოსმოსში გავიდნენ... 3 ათასი ლარის გამო დააყადაღეს მთელი ჩემი ქონება

ვასილ სოფრომაძე: კოსმოსში გავიდნენ... 3 ათასი ლარის გამო დააყადაღეს მთელი ჩემი ქონება

access_time2018-10-26 13:46:59

სუპერმარკეტების ქსელის „ფრესკოს“ დამფუძნებლი ფინანსთა სამინისტროს უპირისპირდება და ზეწოლაზე საუბრობს.



ვასილ სოფრომაძის თქმით, 3 000 ლარის გამო, შემოსავლების სამსახურმა უსამართლოდ, მთელი ქონება დაუყადაღა.



" უკვე ორი-სამი წელიწადია, კომპანიის მიმართ ხდება გარკვეული ქმედებები, მაგრამ სანამ მთლიანად სამართლებრივი სივრციდან არ გავიდნენ, ხმა არ ამოგვიღია. ნებისმიერი შავი პიარის დაწყებამდე, მე ვღებულობ წინადადებას კომპანიის გაყიდვის. მე ყოველთვის ვამბობ იმას, კომპანია "ფრესკო" არ იყიდება", - ამბობს სოფრომაძე.



ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად აბსურდული, გაუგებარი, გაუაზრებელი, არაკომპეტენტური ქმედებებით ცდილობენ კომპანიისთვის ფულის გამოძალვას.



"მე სხვანაირად ამას არ აღვიქვამ, რაზეც გადახდილი გვაქვს მილიონი ლარი, რაც უკვე გადახდილია, დამტკიცებულია, იმაზე კიდევ ერთხელ ითხოვენ გადახდას", - აცხადებს სოფრომაძე აღნიშნავს, რომ ის არ მეგობრობს ხელისუფლებებთან და არც მომავალში აპირებს ვინმესთან მეგობრობას.



"ბატონები სინდისი გაქვთ, „ვაფშე“ გესმით, რას ამბობთ? საერთოდ ხართ გაგებაში? გეკითხებით, თქვენ, გესმით რასაც ამბობთ? ვერაფერს ვერ მიიღებთ ჩემგან, ვერაფერი ვერ მიგიღიათ და ვერაფერს ვერ მიიღებთ ჩემგან. არ მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მე არც იმ მთავრობასთან ვმეგობრობდი და არც თქვენთან არ ვმეგობრობ და არც ვინც არ უნდა მოვიდეს, არ ვაპირებ მეგობრობას, იმიტომ, რომ ჩემი წარმატების საფუძველი, ზუსტად იმაშია, რომ მე არ ვმეგობრობ მთავრობასთან და ვიხდი გადასახადებს, გცხოვენოდეთ“, - განაცხადა ვასილ სოფრომაძემ.



სოფრომაძე ამბობს, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მას მთელი ქონება 3 ათასი ლარის გამო დაუყადაღეს.



„ორი დღის უკან მე პირადად და ჩემი კომპანია აღმოვჩნდით შავ სიაში. ორი დღის უკან დააყადაღეს მთელი ჩემი ქონება. სამი ათასი ლარის გამო, 7 წლის უკან ერთ-ერთი შესყიდვის ოპერაციიდან გამომდინარე, მილიონობით ლარის ქონება დამიყადაღეს. იმავე დღეს, ჩემი წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა საგადასახადოში ყველა დამამტკიცებელი საბუთი, რომ ოპერაცია სწორად იყო ჩატარებული და მათი შემოდავება 3 ათასი ლარის შესახებ აბსოლუტურად უსამართლოა და იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი, არგუმენტები მიეღოთ, ორიგინალების სახით იყო წარმოდგენილი, რომ მიეღოთ ეს არგუმენტები, ძალიან დამწუხრებული სახით გვაცნობეს, რომ 10 დღის განმავლობაში ამ საქმეს გამოიკვლევენ,“ - განაცხადა ვასილ სოფრომაძემ.


GBC.GE 





თეგები:
„ფრესკო“



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up