ვასილ სოფრომაძე გიორგი გახარიას - დამირეკე, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იქნები, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც კაცი კაცს და მაშინ გეტყვი ყველაფერს, რისი თქმაც მინდა

ვასილ სოფრომაძე გიორგი გახარიას - დამირეკე, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იქნები, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც კაცი კაცს და მაშინ გეტყვი ყველაფერს, რისი თქმაც მინდა

access_time2019-06-22 12:00:42

დამირეკე, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იქნები, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც კაცი კაცს და მაშინ გეტყვი ყველაფერს, რისი თქმაც მინდა!“, - ასე მიმართა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში საქართველოს შს მინისტრს, გიორგი გახარიას.


„შეიძლება, ძალიან ქუჩურად და ძველბიჭურად გამომივიდეს, თუმცა ძველი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ - მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო გახარია: როცა მინისტრი არ იქნები, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იქნები, დამირეკე, ჟორა, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც კაცი კაცს, და მაშინ გეტყვი მე, ვასო სოფრომაძე, ყველაფერს, რისი თქმაც მინდა შენთვის!“, - მიმართა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა შს მინისტრს.


მან ასევე მიმართა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში მყოფ პოლიტიკოსებს, მმართველი პარტიის წევრებს და მოუწოდა, რომ მათ ხალხს არჩევნების საშუალება მისცენ.



„მივმართავ მოქმედი მთავრობის იმ წევრებს, რომელთანაც მე პირადი, ადამიანური ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არც „ქართული ოცნება“ არსებობდა და არც ისინი იყვნენ მთავრობის წევრები; პარლამენტარებს, ვისთანაც ადამიანური ურთიერთობა მქონდა, როცა პარლამენტში არ იყვნენ: თქვენი შვილები დასისხლიანებულები რომ დაბრუნებულიყვნენ, თვალის გარეშე დარჩენილიყვნენ და თქვენ არ გადამდგარიყავით და არ დაგეტოვებინათ პარლამენტი, გამარჯობას არ გეტყოდით. შეიძლება, რომელიმე თქვენგანმა თქვას, შენი გამარჯობა არ მჭირდებაო, მაგრამ მე არ მჭირდებით თქვენ. პოლიციელის ხელის შემხები უნდა დაისაჯოს, მაგრამ მეტად უნდა დაისაჯოს ის, ვინც მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, ვინც ვერ უზრუნველყო, რომ ეს ამაზრზენი სიტუაცია რუსთაველზე არ მომხდარიყო.


არავის მოვუწოდებ, პოლიტიკოსი არ ვარ, ვამბობ ერთ რამეს: დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და ნუ შეახოცავთ ხელს პარლამენტის დაცვას და პროტოკოლის ხელმძღვანელს. ეს იგივეა, „ფრესკოს“ ოფისში, ჩემს კაბინეტში, ჩემს სავარძელში ჩემი კონკურენტი კომპანიის ხელმძღვანელი და მე პასუხი მოვთხოვო არა ჩემს მენეჯმენტს, არამედ ჩემს პირად მდივანს და დაცვის უფროსს. გრცხვენოდეთ! მხოლოდ არჩევნებით შეიძლება მთავრობის შეცვლა და მიეცით ხალხს საშუალება, თავისუფალი ნება გამოხატონ. თუ ეს ხალხი ისევ თქვენ აგირჩევთ, მათ ნებას დავემორჩილები, მაგრამ ამ ქვეყანაში აღარ ვიცხოვრებ. არ მინდა, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც მონობას აძლევენ ხმას“, - განაცხადა სოფრომაძემ.


მანვე პოლიტიკოსების გარდა, ახსენა იმ სფეროს წარმომადგენლები, ვინც მისი აზრით, ქვეყანაში შექმნილ მდგოამრეობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.


„სად არიან მომღერლები, მსახიობები, მეცნიერები, მასწავლებლები, ის ხალხი, რომელიც რაღაც ავტორიტეტს წარმოადგენს დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის და ახალგაზრდობისთვის?! სად არის საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე? რატომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას? სად არიან მეკომბლეები, რომლებიც კომბლებით დადიან და პოლიციას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თავში ჩაარტყამდნენ, თუ მათ შეეხებოდნენ? სადაა ეს ხალხი, სად ხართ ქართველებო, შეგეშინდათ? რისი და ვისი შეგეშინდათ? შიშმა წაგართვათ ადამიანობა?“ - განაცხადა სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში.






საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up