კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არასოდეს, არცერთი პარტიის, გაერთიანების, საზოგადოებრივი მოძრაობის არც დამფუძნებელი და არც წევრი არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება.
„ვეხმაურები ცნობილი ბოტების და ტროლების ყალბ (fake) საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას.არასოდეს არცერთი ჩემი კომპანია არცერთ ქვეყანაში არანაირ ბიზნეს გაერთიანებაში არ შედიოდა და არ შევა.ეს ჩემი პრინციპული არჩევანია!”-წერს სოფრომაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
როგორც ცნობილია, გუშინ,სოციალურ ქსელში საინიციატივო ჯგუფი -,,თავისუფალი მეწარმეების საგანგებო განცხადება გავრცელდა. „საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენი საინიციატივო ჯგუფისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მიმდინარე გაუგონარი ტერორის შესახებ, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ასოციაციის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის მხარდაჭერას. რამოდენიმე თვეა, ჩვენი ასოციაცია განიცდის ზეწოლას, რომელიც, რა თქმა უნდა აზრს მოკლებულია, რადგან ყოველი ნამდვილი ენტერპრენერი - სულით ხორცამდე თავისუფალია!
ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება ბატონი ვასილ სოფრომაძისა და ოსმან თურანის მხრიდან, რომელ შემოთავაზებასაც საჯაროდ ვპასუხობთ - ჩვენ თანახმა ვართ მათთან ერთად შევუერთდეთ ბატონი მამუკა ხაზარაძის, ყველაზე წარმატებული ქართველი მეწარმის სამოქალაქო მოძრაობა ,,ლელოს.
ბიზნესი იწყებს ბრძოლას თავისუფლებისთვის! ისტორია ჩვენს მხარესაა, საქართველოში განმანათლებლობის ეპოქა 3 საუკუნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ერთხელ და სამუდამოდ დადგება!“-ნათქვანი იყო გავრცელებულ განცხადებაში.
სოფო ქსოვრელი