ვასილ ახრახაძე: „სიტუაცია დღითიდღე უკონტროლო ხდება და იშლება ზღვარი სადაზღვევო ინდუსტრიასა და საბანკო ინდუსტრიას შორის “

ვასილ ახრახაძე: „სიტუაცია დღითიდღე უკონტროლო ხდება და იშლება ზღვარი სადაზღვევო ინდუსტრიასა და საბანკო ინდუსტრიას შორის “

access_time2018-12-18 12:15:47

სადაზღვევო კომპანიები კომერციული ბანკების წინააღმდეგ გამოდიან და მათთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ბანკები მათი შვილობილი კომპანიებისათვის ხელოვნურად ქმნიან ხელსაყრელ გარემოს და კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ. კერძოდ, მაშინ როდესაც მომხმარებლები აზღვევენ სესხს, ბანკები მათ სთავაზობენ მხოლოდ ერთ კომპანიას.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა ტიპის მოთხოვნები აქვთ სადაზღვევო კომპანიებს, რატომ და საიდან მივიღეთ ეს სირთულეები და რა იყო ამის მიზეზი? ამჯერად გთავაზობთ  სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ “ პოზიციას.


სადაზღვევო კომპანია უნისონის” გენერალურ დირექტორ ვასილ ახრახაძე განმარტავს, რომ სიტუაცია დღითიდღე უფრო უკონტროლო ხდება და იშლება ზღვარი სადაზღვევო ინდუსტრიასა და საბანკო ინდუსტრიას შორის. ბანკების კონტროლის ქვეშ არსებული კომპანიების რიცხვი კი დღითიდღე იზრდება. „ეროვნული  ბანკი გასცემს შესაბამის თანხმობებს, რის საფუძველზეც პრაქტიკულად ბაზარზე თავისუფალი მოთამაშეების ადგილი აღარ რჩება,“-აღნიშნავს ახრახაძე.

 

მისი შეფასებით, ეს პრობლემა სექტორში საკმაოდ მწვავედ დგას. კერძოდ, დღეს  80-90% პროცენტი კონცენტრაცია დაზღვევის ბიზნესის და მოგება არის ბანკების კონტროლის ქვეშ არსებული კომპანიების.


 

 „ჩვენ არ ვითხოვთ მთავრობისგან რაიმე პროტექციონისტურ პოლიტიკას ან მიკერძოებულ მიდგომას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ბაზარზე ყველა მოთამაშეს თანაბარი პირობა ჰქონდეს, ამისთვის კი ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია. 2 წლის წინ, „კომერციული ბანკების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება, რომლის შედეგადაც არაპროფილური აქტივების ფლობა სხვადასხვა დარგებში შეიზღუდა,გამონაკლისი საფინანსო სეტქორი დარჩა. ანუ, არ შეეხოს დაზღვევის სექტორს, ამან კი მიგვიყვანა ამ პრობლემის კიდევ უფრო გამწვავებამდე. ამიტომ, დღეს სოკოებივით მომრავლდნენ საბანკო კონტროლის ქვეშ არსებული კომპანიები.

 

პირველ რიგში ვითხოვთ, რომ მსგავსად სხვა სექტორებისა, ბანკისთის შეიზღუდოს დაზღვევაში  პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტირება.ამავე დროს მოხდეს  სადაზღვევო პორტფელების დივერსიფიცირება, მსგავსად იმისა, როგორც ეს ხდება დაზღვევაშო, როდესაც კანონი გვავალდებულებს, რომ ჩვენი ფინანსური აქტივები  მინიმუმ 3 ბანკში განვათავსოდ“-აღნიშნავს ახრახაძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე,თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა,მივიღებთ თუ არა  ორ მსხვილ ბანკზე  ჩამოკიდებულ სადაზღვევო სექტორს, ახრახაძე  აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ეს ფაქტი უკვე დამდგარია. მისი განმარტებით, ის დოუპოლიური მოდელი, როგორიც საბანკო სექტორშია,როდესაც  ბაზარზე ორი  მსხვილი ბანკია.  ანალოგიური ხდება დაზღვევის სექტორშიც და ეს  ძირითადად,ამ ორი ბანკის კომპანიებიდან გამომდინარეა.

 

 როგორც ცნობილია, რეაგირებისთვის სადაზღვევო ინდუსტრიის 12 წარმომადგენელი მთავრობას მიმართავს. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონკურენციის შესახებ კანონი ბანკებზეც უნდა გავრცელდეს. ასევე ცნობილია, რომ ერთობლივ განცხადებას ხელი ოთხმა სადაზღვევო კომპანიამ არ მოაწერა. ესენია:„თიბისი დაზღვევა“,„ქართუ დაზღვევა“,„ჰუალინგ დაზღვევა“ და იმედი L.

 

 სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება იზრდება. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, 2018 წლის სამ კვარტალში კომპანიებმა 34,66 მლნლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს თითქმის 21,51 მლნ ლარით მეტის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, კომპანიების წმინდა მოგებამ 13,15 მლნ ლარი შეადგინა.2018 წლის მე-3 კვარტლის ბოლოსთვის მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 417,19 მლნ ლარი, 71.47 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ასევე მკვეთრი ზრდაა აქტივებშიც. სექტორის აქტივების მოცულობა 712.33 მლნ ლარია, ნაცვლად წინა საანგარიშო პერიოდში არსებული 597.10 მილიონისა.



ბაზარზე ამ დროისათვის 17 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

ავტორი: სოფო ქსოვრელი




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up