საქართველოს ბანკის ჯგუფს მანკიერი სქემებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს

საქართველოს ბანკის ჯგუფს მანკიერი სქემებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს

access_time2018-07-21 21:30:46

სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ გენერალურ დირექტორს ვასილ ახრახაძეს, ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში „ალდაგის“ შვილობილი კომპანიის, პრეიმურ რეზიდენსის გამარჯვებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. ახრახაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ თუ საგამოიებო უწყებები საკითხის გარკვევით რეალურად არიან დაინტერესებულები, გამოძიება არა მხოლოდ კონრეტული პირების, არამედ სრულად სურათის შესწავლით უნდა წარიმართოს. 

„ეს სქემა თავიდანვე იწვევდა ეჭვებს, რადგანაც ტენდერის გარეშე, ალდაგის შვილობილმა კომპანიამ მიიღო უფლება ტექდათვალიერების 51 სერვის ცენტრის მშენებლობისა და ოპერირების. თანაც ეს ყველაფერი მოხდა ისე მალულად, რომ ყველამ პოსტ ფაქტუმ Gaorgia Capital-ის განცხადებიდან გავიგეთ, სადაც თავს იწონებდნენ „ალდაგი“ სინერგიის ეფექტს მიიღებს და პოლისებს გაყიდისო. მართლაც, ეს „ალდაგისთვის“ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში, დომინანტური მდგომარეობის შექმნას ნიშნავს. 

მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ამ სქემის მიზანი „ალდაგისთვის“ კლიენტების მოპოვება იყო, რასაც დაუყოვნებლივ უნდა გამოეწვია მინიმუმ, კონკურენციის სააგენტოში მოკვლევის დაწყება. აღიარებული ნორმაა რომ ტექდათვალიერების ცენტრები დამოუკიდებელი სუბიექტები არიან, რასაც თავისი მიზეზი აქვს. აქ კი ჰოლდინგის მიერ, ჩახლართული სქემების შექმნასთან გვაქვს საქმე, რაც ეკონომიკას და მომხმარებლის უფლებებს აზიანებს. 

იმედია საქმის ობიექტური გამოძიება მოხდება და ჯოხი მხოლოდ ერთი მხარეზე არ გადატყდება. ამ საბანკო ჰოლდინგს მსგავსი სქემებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ერთხელ და სამუდამოდ ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს.“ - უთხრა BM.GE-ს ახრახაძემ.


BM.GE






რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება
access_time2020-07-12 16:00:51
  8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.   22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.   მსგავსი გზით სხვა...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...


მსგავსი სიახლეები

up