ვაშლიჯვარში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაშლიჯვარში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

access_time2020-09-22 16:40:12

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 687 კვადრატულ მეტ ფართობზე მოეწყობა LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები, საჩრდილობლები და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე გარე ტრენაჟორები განთავსდა.



სკვერში იაპონური კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები იქნება გამოყენებული. ეწყობა წყალ-მცენარეებით გაწყობილი აუზი, რომელზეც საფეხმავლო ხიდი განთავსდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.




მიმდინარე პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.



სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ტაო“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 681 453 ლარია გამოყოფილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თეგები:
სკვერი



თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება
access_time2021-01-22 13:15:36
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა...

მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა - ტომარა ფქვილი 15 ლარით დაფინანსდება

მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა - ტომარა ფქვილი 15 ლარით დაფინანსდება
access_time2021-01-22 13:00:33
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია გაიზარდა. ამის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 15 ლარი იქნება. „ეთხოვოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
access_time2021-01-22 10:55:13
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს გააცნეს კანონპროექტი, რომელიც ეხება საწარმოების მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის დანერგვას და შესაბამის...

ჯო ბაიდენის პირველი 100 დღე - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის დაპირებები

ჯო ბაიდენის პირველი 100 დღე - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის დაპირებები
access_time2021-01-21 20:00:27
ამერკის 46-ე პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცის დადებისას ამერიკის  მოსახლეობას იმ დაპირებების საკმაოდ გრძელი სია წარუდგინა, რომლის შესრლებასაც მისი პრზიდენტობის პირველ 100 დღეში აპირებს.  ამ  დაპირებებში პრიორიტეტული კორონავისურთან ბრძოლაა. ბაიდენი ამერიკელ ხალხს შეპირდა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად 1,9 ტრიოლიონ დოლარს გამოჰყოფს, რომელიც  ამერიკელ ხალხს და პანდემიით დაზარალებულ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-21 21:00:04
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) დამტკიცდა, რომ რუსეთის ფედერაციის გარკვეულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ, 2008 წლის აგვისტოში, დაარღვია კონვენცია, ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული...


მსგავსი სიახლეები

up