ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა  (ვიდეო)

ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა (ვიდეო)

access_time2017-09-20 11:00:03

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. პროგრამაში მოხვდა ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე გადმოსასვლელი ესტაკადაც.

 

ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც თბილისის მერმა 2017 წლის ივლისში „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტი სხვა უფრო პრიორიტეტული პროექტების გამო ჯერ ვერ განხორციელდებოდა. 

 

„რადგან სხვა პროექტები უფრო პრიორიტეტული იყო, მათ შორის პეკინის გამზირის რეაბილიტაცია, წლევანდელი პროექტების ნუსხაში ვაშლიჯვრის ესტაკადის პროექტი არ დევს, თუმცა მომდევნო პერიოდში ნამდვილად იქნება გათვალისწინებული. ვაშლიჯვრის ესტაკადის ტექნიკური პროექტი მომზადებულია, მას ექსპერტიზა აქვს გავლილი. პროექტი მზადაა იმისათვის, რომ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში ის განხორციელდეს, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს იგეგმებოდა. ამ გზას მნიშვნელოვნად უნდა განეტვირთა სატრანსპორტო კვანძები. 2016 წლის ბოლოს დავით ნარმანია აცხადებდა, რომ ეს ადგილი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის. 


 

მიუხედავად იმისა, რომ მარშალ გელოვანის ქუჩას ორმხრივი მიმართულების გზა აქვს, გამყოფი ზოლით და თითოეული მიმართულებით 3 სამოძრაო ზოლია, პიკის საათებში ქუჩა ძალიან გადატვირთულია და მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად ეცემა, მცირდება ქუჩის გამტარუნარიანობა, ამას ემატება ვაშლიჯვრის დასახლებიდან შეკრებილი სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს სარაჯიშვილის ქუჩაზე უერთდებიან და გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ერთ დონეში გამოდის. ერთი ზოლით თბილისში მიმავალი ტრანსპორტი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისში მომავალ ნაკადს გელოვანის ქუჩით, ხოლო დასავლეთის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი მრავალი კონფლიქტური წერტილის გამო, იძულებულია ელოდოს კვანძის განტვირთვას, ძალიან სწრაფად იქმნება საცობი და შუქნიშნების მიუხედავად, სატრანსპორტო ნაკადის მწკრივი, რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე გრძელდება.

 

 

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up