„ვაშლი, რომ ვერ გავყიდოთ გადაყრა მოგვიწევს“ - რა პრობლემები აქვთ ფერმერებს რეალიზაციისას?

„ვაშლი, რომ ვერ გავყიდოთ გადაყრა მოგვიწევს“ - რა პრობლემები აქვთ ფერმერებს რეალიზაციისას?

access_time2022-08-10 09:00:00

ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებს ვაშლის რეალიზაციისას პრობლემები შეექმნათ. მიზეზი უხვი მოსავალი და პროდუქციით გაჯერებული ადგილობრივი ბაზარია.


როგორც ფერმერი თენგო კალმახელიძე Bm.ge -სთან ამბობს, შარშანდელთან შედარებით წელს სამჯერ მეტი მოსავალი მოვიდა და ფერმერები ხილის ექსპორტზე გატანის აუცილებლობის წინაშე დადგნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფერმერებს ვაშლის გადაყრა მოუწევთ.


„ვაშლის ბაღი 1 ჰა-ზე 2002 წელს ქარელის რაიონში გავაშენე. წელს შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტი - 20 ტონა ვაშლი მოვიდა. ძირითადად გორის ბაზარზე ვყიდით ხოლმე, მაგრამ წელს აღარ იყიდება. სხვა ბაზრებზე, რომ არ გავიდეს ვაშლი გამოდის უნდა გადავყაროთ. გორის ბაზარზე აზერბაიჯანელები მოდიოდნენ და ვაშლი მიჰქონდათ, მაგრამ ახლა აღარ მიაქვთ. თქვეს, რომ საბაჟოზე იმდენს ახდევინებენ, რომ გატანა აღარ უღირთ“, - ამბობს იგი და დასძენს, რომ ამ კონკრეტული სარეალიზაციო ბაზრის „დახურვამდე“, აზერბაიჯანში სეზონზე 15 ტონამდე ვაშლის გაყიდვას ახერხებდა.


ფერმერის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე ვაშლის ფასი 40-დან 80 თეთრამდე მერყეობს, მაგრამ ჩამბარებელ პუნქტებში სიტუაცია გაცილებით მძიმეა.



„ვაშლის ჩასაბარებელი პუნქტებიც არსებობს, მაგრამ იქ ვაშლში იმდენად მიზერულ თანხას იხდიან, რომ იმ თანხით მხოლოდ მუშების ხელფასს თუ დავფარავთ. მაგალითად, 1 კგ ვაშლს წვენის ქარხანაში 15-20 თეთრს იბარებენ, რაც ძალიან ცოტაა. პრობლემაა ისიც, რომ ვაშლს მაღაზიის ქსელებშიც ვერ ვაბარებთ. სადაც მივედი და ვიკითხე ყველას თავისი შემომტანი ჰყავს და ძირითადად თურქეთიდან და სომხეთიდან შემოაქვთ. ხომ შეიძლება ჯერ ადგილობრივ ფერმერებს შეუწყონ ხელი ხილის გასაღებაში და თუ დეფიციტი იქნება შემდეგ შემოიტანონ სხვა ქვეყნიდან “, -აღნიშნავს თენგო კალმახელიძე .


ვაშლის რეალიზაციის პრობლემა აქვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში ყანდორელაშვილების ოჯახსაც. როგორც ფერმერი მარიკა ყანდორელაშვილი bm.ge-სთან განმარტავს, წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოსავალი აქვთ.


„ვაშლი გორის ბაზარზე გაგვაქვს. წელს ისეთი მდგომარეობაა ვფიქრობ, ბაზარი სხვას დავუთმო. სხვადასხვა ჯიშის ხილი, დიდი რაოდენობით არის გამოტანილი ბაზარზე და ვაშლი არავის უნდა. ჩემი დაკვირვებით ხილი უწევს ერთმანეთს კონკურენციას. თუ პროდუქცია საზღვარგარეთ არ გავიდა ადგილობრივ ბაზარზე ამდენი ხილი ვერ გაიყიდება“, - ამბობს მარიკა ყანდორელაშვილი.


წყარო: bm.ge


თეგები:
ვაშლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up