ვაშინგტონში, გლობალური ინფრასტრუქტურულ ფორუმზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა

ვაშინგტონში, გლობალური ინფრასტრუქტურულ ფორუმზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა

access_time2016-03-10 11:53:11

აშშ–ის დედაქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის ფარგლებში, ფორუმის ორგანიზატორებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ორგანიზებითა და აშშ–ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, მიღება გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.


ვიცე–პრემიერმა ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის, არამედ რეგიონისთვის და ისეთი გლობალური სატრანსპორტო–ლოგისტიკური მიმართულებისთვის, როგორიცაა ახალი აბრეშუმის გზა. საქართველოს ვიცე–პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გლობალური ინფრასტრუქტურის ფორუმი ის პლატფორმაა, სადაც ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ან სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარდგენა მსოფლიო მასშტაბით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამით აღნიშნული პროექტი საერთაშორისო მასშტაბით გაცილებით ცნობადი გახდა და მიიღებს ყველა მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც აღნიშნულ პროექტს განხორციელებისათვის ესაჭიროება. 



დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტში, მხოლოდ პირველ რამდენიმე ფაზაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 550 მილიონზე მეტი უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება, რომელიც ასევე რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაა და შექმნის რამდენიმე ათეულ ათას ახალ სამუშაო ადგილს. 


„ეს არის ის სიკეთე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ანაკლიის პორტის განვითარებამ უნდა მოუტანოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა აბრეშუმის გზაზე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას აგრეთვე სიტყვით მიმართეს ფორუმის ორგანიზატორის, „CC/LA“–ის პრეზიდენტმა ნორმან ანდერსონმა, „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც „ანაკლიის განვითარების კორპორაციის“ თანაპარტნიორია, „კონტი ჯგუფის“ ერთერთმა ხელმძღვანელმა ოსტინ კონტიმ და ამერიკა–საქართველოს ბიზნეს–საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა წერეთელმა. მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო.



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up