ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

access_time2021-08-02 14:00:48

ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული.

ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 287%-ით, ტურისტების კი 362%-ით გაიზარდა. ძალიან მაღალი 3251%-იანი ზრდა დაფიქსირდა შეერთებული შტატებიდანაც, მაგრამ 1709 ვიზიტორი, 2019 წლის ივნისთან შედარებით მაინც 3-ჯერ ნაკლებია. რა გავლენა იქონია სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებამ შეერთებული შტატების ან სხვა ქვეყნის მოქალაქეების გადაწყვეტილებაზე ემოგზურათ საქართველოში უცნობია. საკითხზე კვლევა არ ჩატარებულა. ცნობილი ისაა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსა თუ რჩევებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ეცნობიან და ნეგატიური შეფასება როგორც მინიმუმ დადებითად არ მოქმედებს.


სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსა და რუსეთისთვის უმაღლესი მე-4 კატეგორია აქვს მინიჭებული. მოწოდებაც იმპერატიულია „არ იმოგზუროთ!“. საქართველოს შემთხვევაში ძირითად მიზეზებში კოვიდი წერია, რუსეთის შემთხვევაში ჩამონათვალი გრძელია – კოვიდს ტერორიზმის საფრთხე და რუსეთის უშიშროების სამსახურების თვითნებური ქმედებებიც ემატება. სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული და მოგზაურობისკენ თავის შეკავების მოწოდება უფრო რჩევის ხასიათს ატარებს.



მნიშვნელოვანია საერთო კონტექსტის გათვალისწინებაც. ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა: ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული. მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული ასევე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, სადაც კოვიდის გავრცელების ტემპი დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით მკვეთრად დაბალია. ესპანეთსა და ევროპაში აშშ-ის უმთავრეს მოკავშირეს ბრიტანეთს საქართელოს მსგავსად უმაღლესი მე-4 კატეგორია აქვთ მინიჭებული.


საქართველოს შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებს ცალკე აბზაცი ეთმობა და საფრთხეებზე განსაკუთრებითაა ხაზი გასმული. რაც შეეხება გავრცელებულ სქრინებს, სადაც შესაძლო ძალადობის შემთხვევებზეა გაფრთხილება, ის დამატებით ინფორმაციაშია მითითებული და არა ძირითადში. შესაბამისად, 16 ივნისით დათარიღებულ დოკუმენტში პირდაპირ წერია - Do not travel to Georgia due to COVID-19 - არ იმოგზაუროთ საქართველოში COVID 19-ის გამო.


16 ივნისს როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში განაახლა, საქართველოში კოვიდით ინფიცირების საშუალო ყოველდღიური რიცხვი (ბოლო 7 დღეზე დაყრდნობით) 704-ს შეადგენდა, დღეს ის 3.94-ჯერ 2775-მდეა გაზრდილი, 1.5-ჯერ 16-დან 24-მდეა გაზრდილი კოვიდით გარდაცვლილთა საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელიც. ბოლო 1.5 თვეში კოვიდით 68 ათასი ადამიანი ინფიცირდა და 360 გარდაიცვალა. ვაქცინაციის ტემპი კი კვლავ დაბალია. 2 აგვისტოს მსგომარეობით 2 დროზით სულ 162 ათასი ადამიანია აცრილი, რაც მთლიანი მოსხლეობის 4.38%-ზე ნაკლებია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up