ვაშინგტონი რუსეთს „არა მხოლოდ სანქციებით“ ემუქრება

ვაშინგტონი რუსეთს „არა მხოლოდ სანქციებით“ ემუქრება

access_time2021-02-22 19:00:53

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ „ თეთრის სახლი იზრუნებს იმაზე, რომ რუსეთმა შეიგნოს, კიბერშეტევის საკითხში ზღვარი სად გადის“. მან ასევე კრემლს საპასუხო ზომების მიღებას „ხილული და უხილავი ინსტრუმენტებით“ შეპირდა.

 

ვაშინგტონი მოსკოვს დეკემბერში აშშ-ს ფედერალურ ორგანოებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმისთვის „არა მხოლოდ სანქციებით დაემუქრა“ - ამის თაობაზე სალივანმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ სპეცსამსახურებს დამატებითი გამოძიების ჩატარება სთხოვა იმისთვის, რომ დადგინდეს - რატომ დაუშვა ტრამპის ადმინისტრაციამ ჰაკერული შეტევა,  როგორი იყო კიბერთავდასხმის მასშტაბები და მის მიერ სამთავრობო სტრუქტურებისთვის მიყენებული ზიანი.

 

„გავა კვირები, და არა თვეები, სანამ ჩვენ შესაბამის პასუხს მოვამზადებთ. ეს პასუხი თავის თავში ხილულ და უხილავ ინსტრუმენტებს შეიცავს. ეს მხოლოდ სანქციები არ იქნება, რადგანაც ამ ტიპის ქმედებებზე რეაგირება გაცილებით უფრო მასშტაბური უნდა იყოს. ეს ზუსტად ისაა, რასაც ადმინისტრაცია აპირებს“ - განაცხადა სალივანმა.

 

მისი თქმით, მოსკოვმა უნდა გაიგოს ამ საქმიანობაში ზღვარი სად გადის.

 

ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკის ისტორიაში აშშ-ს სამთავრობო ქსელებზე უმსხვილესი შეტევისთვის მოსკოვს მკაცრ პასუხს მოსთხოვს. მისი თქმით, სავარაუდოდ, შეტევის უკან რუსეთი დგას და ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა კიბერშეტევის მასშტაბების და მის მიერ მიყენებული ზიანის დადგენა იქნება.

 

აშშ- ახალი პრეზიდენტი კიბერშეტევის ავტორებს მნიშვნელოვან ფასს გადაახდევინებს, თუმცა, საბოლოო ჯამში მთავარია კიბერუსაფრთხოების  გაძლიერება და ამ კუთხით საგანგებო ზომების მიღება  - განაცხადა ბაიდენის მრჩეველმა.



2020 წლის დეკემბერში აშშ-ს სპეცსამსახურებმა განაცხადებს, რომ გახსნეს ისტორიაში უმსხვილესი კიბერშეტევა, რომელიც ჰაკერებს 9 თვის მანძილზე ასობით ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურის თვალთვალის შესაძლებლობას აძლევდა.

 

დარტყმის ქვეშ ფინანსთა სამინისტრო, ვაჭრობის სამინისტრო, ტელეკომუნიკაციების სამმართველო, და სხვა სახელმწიფო უწყებები აღმოჩნდნენ. ჰაკერებმა წვდომა ასევე აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტროს დახურულ კომუნიკაციებთანაც მიიღეს.

 

The Washington Post-ის ინფორმაციით, შეტევის უკან ჰაკერული ჯგუფი APT2 დგას, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვაზე მუშაობს.

 

აშშ-ს გამოძიებათა ფედერალური ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, ინფრასტრუქტურის დაცვის და კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი განცხადების თანახმად, აშშ-ს საჯარო უწყებებზე მასიური კიბერშეტევის მიზანი სადაზვერვო მონაცემების მიღება იყო, და სავარაუდოდ, ის რუსეთიდან განხორციელდა.


მოგვიანებით ცნოლბილი გახდა, რომ შეტევის ობიექტი ასევე მაღალტექნოლოგიური კომპანია SolarWinds იყო. ჰაკერემა 2020 წლის ნოემბერ-მარტში კომპანიის მიერ გამოშვებული პროგრამა Orion-ის განახლებები გამოიყენეს.

 

Bloomberg-ის მონაცემებით, SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვის შედეგად მთელს მსოფლიოში 200-ზე მეტი ორგანიზაცია დაზარალდა.

 

SolarWinds-ის კლიენტები არა მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი სახელმწიფო სტრუქტურები, არამედ აშშ-ს შეიარაღებული ძალები, იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ეროვნული უშიშროების სააგენტო, საფოსტო სამსახური, და 500-დან 425 უმსხვილესი ამერიკული კომპანიაა.

 

მოსკოვი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს კიბერშეტევასთან არაფერი აკავშირებს.

 

„ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვაშინგტონს კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა, ჩვენ ამერიკული მხარისგან ამ ინიციატივაზე პასუხი ჯერაც არ მიგვიღია“ - განაცხადა მან.

 

 

rbc.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up