ვაშინგტონი კიევს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემაზე დუმილს სთხოვს

ვაშინგტონი კიევს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემაზე დუმილს სთხოვს

access_time2021-07-22 20:00:11

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით გერმანიასთან დაძაბული მოლაპარაკებების დროს ბაიდენის ადმინისტრაცის თავის მოკავშირე ქვეყანას, უკრაინას, ამ საკითხზე დუმილს ურჩევდა.

 

უკრაინას, რომელიც ამ პროექტის კატეგორიულად წინაამღდეგია, ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს.

 

წყაროების ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უკრაინელებს აცნობეს, რომ გაზსადენის დასრულების წინააღმდეგ ზომებს არ მიიღებენ და კიევმა ამერიკულ-გერმანული შეთანხმების კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავს - წინაამღდეგ შემთხვევაში, ეს კიევის და ვაშინგტონის ურთიერთობებს ზიანს მიაყენებს.

 

მათ უკრაინელებს ასევე სთხოვეს, არ განიხილონ ეს საკითხი ამერიკელ კონგრესმენებთან, რომელთა უმრავლესობა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერების მომხრეა.

 

ახალი გაზსადენის ამუშავებით ყველაზე მეტად სწორედ უკრაინა დაზარალდება - მაღალი ალბათობით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის ტრანზიტს შეწყვეტს, რაც კიევისთვის ფინანსურ დანაკარგებს და პოლიტიკური საფრთხეების ზრდას ნიშნავს. გასაგებია, რომ უკრაინელებს ამერიკელების მხრიდან ამ კუთხით რუსეთის და გერმანიის წინაშე დათმობა არ მოსწონთ, მაგრამ ამერიკელი დიპლომატების თხოვნის იგნორირება მათ მაინც გაუჭირდებათ.

 

ამერიკელების ზეწოლა კიევზე ამერიკულ-გერმანული გარიგების კრიტიკისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან წინაამღდეგობას შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამერიკას თითქმის დასრულებული პროექტის შეჩერება ჯერ კიდევ შეუძლია.


 

ვაშინგტონის ზეწოლის მიუხედავად, უკრაინა პროექტის კატეგორიული მოწინაამღდეგე კვლავ რჩება.

 

ამ საკითხების განხილვა  თეთრ სახლში ბაიდენის და ზელენსკის შეხვედრის დროს იგეგმება - ის უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი, თუმცა, ზუსტი ვადა ჯერ უცნობია.

 

ამერიკულ-გერმანული გარიგების მოწინაამღდეგეთა აზრით, ის რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ხოლო უკრაინის მიმართ მიდგომა აშკარად უსამართლოა.

 

„ეს ტრამპს რომ ექნა  - ყველა გაგიჟდებოდა, მაგრამ ეს ბაიდენმა გააკეთა, მას კი ბევრი რამ ეპატიება“, - განაცხადა უკრაინის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დირექტორმა ალინა პოლიაკოვამ.

 

კიევში, უკრაინის ხელისუფლებასთან დასალაპარაკებლად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ ჩოლეტი ჩადის. ის ასევე პოლონეთს ესტუმრება, რომელთანაც ამერიკამ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში მრავალმილიარდიანი შეთანხმება გააფორმა.

 

უკრაინის საკითხებში პენტაგონის ყოფილი წარმომადგენელი ეველინ ფარქსი მიიჩნევს,  რომ მოკავშირეებთან ვაჭრობა რუსულ გაზსადენზე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან წარმატებულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.

 

„ეს ყველაზე გიჟური გარიგებაა, რომელზეც შეიძლება ლაპარაკი დღევანდელ დროში. მსოფლიოში კლიმატის ცვლილებაზე დიდი პრობლემა არ არსებობს და ამ ტიპის მოძველებულ პროექტებზე დათანხმება - სრული სისულელეა“ - მიიჩნევს ის.

 

politico.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up