ვაშინგტონი ემზადება ახალი სავაჭრო ომისთვის - ამჯერად ევროპასთან

ვაშინგტონი ემზადება ახალი სავაჭრო ომისთვის - ამჯერად ევროპასთან

access_time2019-07-12 20:00:51


11 ივლისს საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონი, რომელსაც დაარქვეს „GAFA-ს გადასახადი“ -  იმ კომპანიების სახელების პირველი ასოების მიხედვით, რომლებსაც გადასახადი პირველ რიგში შეეხება - Google, Amazon, Facebook Apple.


კანონი ითვალისწინებს დამატებითი 3%-ანი გადასახადის დაწესებას ტექნოლოგიური კომპანიების მიერ საფრანგეთში საქმიანობის შედეგად მიღებულ მოგებაზე. მისი მოქმედება შეეხება იმ კომპანიებს, რომელთა წლიური ბრუნვა მინიმუმ 759 მლნ. ევროა, მათ შორის საფრანგეთში მინიმუმ 25 მლნ. ევრო.


„GAFA-ს გადასახადი“  შეეხება დაახლოებით 30 საერთაშორისო კომპანიას  - ხსენებული გიგანტების გარდა ესენი არიან Uber, Airbnb, Booking, რამდენიმე კორპორაცია ჩინეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან და მხოლოდ ერთი  - საფრანგეთიდან - სარეკლამო კომპანია Criteo.


თუმცა, ახალი გადასახადის მსხვერპლთა უმეტესობა აშშ-ს კომპანიებია, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ დონალდ ტრამპი ამ კანონს ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს.


მან უკვე დაავალა თავის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაითხაუზერს ამ საკითხის შესწავლა - კერძოდ არღვევს თუ არა ოფიციალური პარიზის გადაწყვეტილება საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობას.



საპასუხო ზომად აშშ-ს პრეზიდენტი განიხილავს ფრანგული ღვინის და ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის შესაძლებლობას.


აშშ-ს აღშფოთების საპასუხოდ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრიუნო ლე მერემა განაცხადა, რომ საფრანგეთი არის სუვერენული სახელმწიფო და მიიღებს იმ კანონებს, რომლებსაც ჩათვლის საჭიროდ.


„ციფრული გადასახადის შემოღება არაა ჩვენი მხრიდან ამერიკული კომპანიების დასჯის საშუალება, პირიქით, ჩვენ გვსურს შევუწყოთ ხელი ციფრული კორპორაციების მიმართ ახალი საერთაშორისო  საგადასახადო  შეთანხმების შემოღებას,“ - განაცხადა მან.


საფრანგეთის ხელისუფლების აზრით,  ტრანსნაციონალური კომპანიები ევროპაში თითქმის არ იხდიან გადასახადებს, რადგანაც გადიან რეგისტრაციას ოფშორებში.


ამ მოსაზრებას ეთანხმებიან გერმანიაში, ბრიტანეთში და ევროკომისიაში, რომელმაც უკვე დააჯარიმა Apple 14,5 მლრდ. დოლარით გადასახადების დამალვის გამო.


საფრანგეთი გამოვიდა 3%-იანი გადასახადის საერთო ევროპულ დონეზე მიღების ინიციატივით, თუმცა ერთიანი პოზიციის შემუშავება ჯერ ვერ მოხერხდა - ახალი ნორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ დანია, ირლანდია და შვედეთი.


ამის გამო საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ აპირებენ ამგვარი კანონების მიღებას ეროვნულ დონეზე.


 სავარაუდოდ, ახალი ნორმა საფრანგეთის ბიუჯეტს 2019 წელს დამატებით 400 მლნ. ევროს მოუტანს,  2020 წელს კი 650 მლნ. ევროს. 



Kommersant.ru






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up