ვაშაძე: ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი 8 საათი დაკავებული ჰყავდათ, ზეწოლას ახდენდნენ

ვაშაძე: ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი 8 საათი დაკავებული ჰყავდათ, ზეწოლას ახდენდნენ

access_time2021-09-19 13:29:42

პოლიტიკური პლატფორმა მესამე ძალისლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, სამტრედიაში მათი მაჟორიტარობის კანდიდატი 8 საათის განმავლობაში "ფაქტობრივად უკანონოდ იყო დაკავებული", მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა და აიძულეს კანდიდატურის მოხსნა.  

"მოხდა სისტემური დანაშაულის ფაქტი, რომელშიც ჩართული არიან კრიმინალები, ქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბი და საოლქო საარჩევნო კომისია. გუშინ რვა საათის მანძილზე ფაქტობრივად უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მოეხსნა კანდიდატურა მაჟორიტარული ოლქიდან. ის არის ოთხი შვილის მამა და მას ემუქრებოდნენ საკუთარი შვილებით, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილები აქ თამაშობდნენ საფეხბურთო მოედანზე." - ამბობს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის თანახმად, საკანდელიძეს მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნა აიძულეს და განცხადება დააწერინეს. პარტიამ კი ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის საშუალებით გაიგო.

"საბოლოოდ მათ აიძულეს რამდენიმე საათიანი ზეწოლის შემდეგ, რომ დაეწერა განცხადება. ეს განცხადება დაიწერა ქართული ოცნების სამტრედიის შტაბში, შემდგომ გადაეცა, როგორც მას უთხრეს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს და ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი, რომ მან მოხსნა კანდიდატურა. დაახლოებით საღამოს ექვს საათზე  ვიპოვეთ ეს ადამიანი და მან სრულად აღწერა ინფორმაცია რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის ქართული ოცნება, კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია ადმინისტრაციაში." - ამბობს პოლიტიკოსი.


ვაშაძის თქმით, პოლიტიკური პლატფორმა მესამე ძალა აუცილებლად მოითხოვს განცხადების გაუქმებას, ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოითხოვს "ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, რომელიც ჩართული იყო ამ უმძიმეს დანაშაულში", მათ შორის ქართული ოცნების შტაბის წევრების.


Tabula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up