ვასაძე: ივანიშვილი ნარკომანიზაციის მცდელობით ყველა კაპიკს აბათილებს, რაც მას ქველმოქმედებაში დაუხარჯია

ვასაძე: ივანიშვილი ნარკომანიზაციის მცდელობით ყველა კაპიკს აბათილებს, რაც მას ქველმოქმედებაში დაუხარჯია

access_time2018-09-19 13:00:53

ბიზნესმენი ლევან ვასაძე TV პირველის გადაცემაში „რეაქცია“ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტს ეხმაურება. 

 

 

„ერთი კაცი არ არის, ხელისუფლებაში რომლის მთავარი ფუნქცია ბიძინას სურვილების გამოცნობა და მისი ახდენა არ არის. რომელ ხელისუფლებაზეა საუბარი? მე ვხედავ უსახურ, უნებისყოფო ყველაფერზე თავისდამხრელ ხალხს და მე ამას ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დღიდან ვხედავ. ვინ არის ხელისუფლება, ეს ლაწირაკები? თუ ეს ათას იდეოლოგია გამოცვლილი პარლამენტარები? ეს აბსოლუტურად იმპოტენტი კრებულია, რომელსაც საკუთარი გადაწყვეტილების ზურგი არ აქვს და ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული.



მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ყველანაირად ვცდილობ, რომ მას კეთილი სახელი შევუნარჩუნო, თუმცა ის თავად ანადგურებს ყველაფერს. ქვეყნის ნარკომანიზაციის მცდელობით ყველა კაპიკს აბათილებს, რაც მას ქველმოქმედებაში დაუხარჯია.


არ მინდა ეს დავიჯერო და სიზმარში მგონა თავი მას ყველაფერი უკან აქვს წასაღები. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან დაწყებული საკონსტიტიუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დამთავრებული,“ - აღნიშნა ლევან ვასაძე.

 

„კომერსანტი“






საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up