ვარშავის კონვენციის ანგარიშის თანახმად, ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ კორპორაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულება 36 სახელმწიფოდან სრულად 17-მა შეასრულა, მათ შორის საქართველომ

ვარშავის კონვენციის ანგარიშის თანახმად, ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ კორპორაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულება 36 სახელმწიფოდან სრულად 17-მა შეასრულა, მათ შორის საქართველომ

access_time2022-01-20 15:50:00

ვარშავის კონვენციის ანგარიშის თანახმად, ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ კორპორაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულება ხელშეკრულების 36 მონაწილე სახელმწიფოდან სრულად 17-მა შეასრულა, მათ შორის საქართველომ.



ევროპის საბჭოს ვარშავის კონვენციის მხარეთა კონფერენციამ მოუწოდა თავის მონაწილე სახელმწიფოებს, ეფექტურად გამოიყენონ კორპორაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ფულის გათეთრების დანაშაულებებისთვის.



„ვარშავის კონვენციის“ ანგარიში აფასებს რამდენად აქვს 36 სახელმწიფოს საკანონმდებლო ან სხვა ზომები, იმისთვის, რომ უზრუნველყოს იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ფულის გათეთრების დანაშაულებებისთვის, როდესაც ისინი ჩადენილია მათი სახელით და მათ სასარგებლოდ.



როგორც ანგარიშის პრესრელიზშია აღნიშნული, იურიდიული პირების პასუხისმგებლობა შეიძლება განსაკუთრებით ღირებული იყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის, ვინაიდან კრიმინალები ხშირად იყენებენ კორპორაციებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს და ბიზნეს კომპანიებს თავიანთი უკანონო შემოსავლების გასათეთრებლად. ფულის გათეთრების დახვეწილი სქემების საშუალებით, ისინი ხშირად ახერხებენ აირიდონ პასუხისმგებლობა დანაშაულში მონაწილეობის შენიღბვით.



ანგარიში კონკრეტულად აფასებს, თუ როგორ ახორციელებენ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები ხელშეკრულების მე-10 მუხლის დებულებებს, რომელიც მათგან მოითხოვს კორპორაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამკვიდრებას ადგილობრივ კანონმდებლობაში, მათ შორის, როდესაც ფიზიკური პირი ჩართულია როგორც თანამზრახველი ან წამქეზებელი.




როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჩვიდმეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, საკუთარ ადგილობრივ კანონმდებლობაში სრულად გადაიტანა მე-10 მუხლის ყველა დებულება.



„ანგარიში ასკვნის, რომ ჩვიდმეტმა ქვეყანამ საკუთარ ადგილობრივ კანონმდებლობაში სრულად გადაიტანა მე-10 მუხლის ყველა დებულება. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, კვიპროსი, ხორვატია, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, რუმინეთი, პორტუგალია, სან-მარინო, სერბეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და შვედეთი.



ამასთან, ანგარიშის თანახმად, 36 მონაწილე სახელმწიფოდან 35-მა კანონმდებლობაში შემოიღო იურიდიული პირის პასუხისმგებლობა ფულის გათეთრების დანაშაულებებზე, როგორც ამას მოითხოვს მე-10 მუხლის პირველი პუნქტი. ამასთან, 36 მონაწილე სახელმწიფოდან რვას ჯერ არ დაუდგენია იურიდიული პირების პასუხისმგებლობა დამხმარე ან წამქეზებელი ფიზიკური პირის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის.



ოცდაორმა ქვეყანამ შეასრულა მე-10 (2) მუხლის დებულებები, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს სთხოვს, კანონმდებლობაში გადაიტანონ ფულის გათეთრების დანაშაულისთვის იურიდიული პირის წინააღმდეგ პასუხისმგებლობის დაკისრება, როდესაც დანაშაული ჩადენილია ფიზიკური პირის მიერ ზედამხედველობის ან კონტროლის განუხორციელებლობის გამო. შვიდმა სახელმწიფომ ნაწილობრივ გადაიტანა ეს მოთხოვნა, ხოლო რვა სახელმწიფოს ჯერ არ შეუსრულებია.



მხარეთა კონფერენცია მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის რამდენიმე ზოგად რეკომენდაციას, რომლის მიზანია ხელშეკრულების მე-10 მუხლთან და ასევე ქვეყნის სპეციფიკურ რეკომენდაციებთან მათი შესაბამისობის გაზრდა. ის ხელს უწყობს მათ უზრუნველყონ კორპორაციული პასუხისმგებლობის მექანიზმების არსებობა, რომელთა გამოყენება სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს ფულის გათეთრების საქმეებში შეუძლიათ“, -აღნიშნულია პრესრელიზში.



ევროპის საბჭოს კონვენცია დანაშაულისგან მიღებული შემოსავლების გათეთრების, ძიების, ამოღებისა და კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ (CETS No. 198), რომელიც ხელმოწერისთვის ვარშავაში 2005 წელს გაიხსნა, პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც მოიცავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების როგორც პრევენციას, ასევე კონტროლს.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up