ვარშავა ბელარუსის კომპანიებს პოლონეთში გადასვლას სთავაზობს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შეთავაზება ვრცელდება სტარტაპებზე, ფრილანსერებსა და სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებსაც პოლონეთის ტერიტორიაზე გადასვლა უპრობლემოდ შეეძლებათ.
პოლონეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შემსვლის გარდა, კომპანიები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ წამოიწყონ ბიზნესი პოლონეთში სწრაფად და ეფექტიანად, მიიღონ მხარდაჭერა თანამშრომლების და მათი ოჯახების გადმოყვანის პროცესში, მიიღონ იურიდიული ან სავიზო დახმარება.
1tv.ge