ვარკეთილში  ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის განხორციელება იწყება

ვარკეთილში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის განხორციელება იწყება

access_time2018-05-31 11:43:06


 

დედაქალაქის მერია ვარკეთილის მესამე მასივში, მე-6 და მე-8 კვარტალებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

 

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

„ჩემს წინა საარჩევნო კამპანიაში ხშირად ვსაუბრობდი აღნიშნულ საკითხზე. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. როგორც კი  ოფიციალურად უფლებამოსილება მოგვეცა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოებს, თუ რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მოსახლეობისთვის. დღეს უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი. მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ (3,2 ჰექტარი) მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და  კერძო სექტორს ვიწვევთ“, - განაცხადა კალაძემ.


 

მისივე ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი  აღნიშნულ პროექტს  თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად განახორციელებს და გარკვეული რაოდენობის ფართებს მუნიციპალიტეტს გადასცემს.

 

ამასთან, დედაქალაქის მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე თანამედროვე ევროპული ტიპის ფართებს პირველ ეტაპზე 170 ოჯახი მიიღებს.

 

„ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტალებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მესამე მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მაცხოვრებლების გადაყვანაზე; ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ ოჯახებთან და მათ ექნებათ რეალურად შეძალებლობა იმის, რომ ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის საცხოვრებელი ფართები მიიღონ და ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. პირველ ეტაპზე 170 ოჯახზეა საუბარი. თუმცა  ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 




მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს
access_time2021-05-15 14:00:10
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“  სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ ლიბერალური ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის პირობებში აღრიცხვის პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნეტო აღრიცხვა მასიურად ხელმისაწვდომი პროგრამაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ როგორც მცირე კომერციულ და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო სუბიექტებისთვის განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება...


მსგავსი სიახლეები

up