ვარკეთილში დასახლებულ ტერიტორიაზე მეორეული საბურავების დიდი რაოდენობა წესების დაცვის გარეშე ინახება -  რა შეცვალა დადგენილებამ, რომელიც საბურავების დასაწყობების გარეშე შენახვას კრძალავს

ვარკეთილში დასახლებულ ტერიტორიაზე მეორეული საბურავების დიდი რაოდენობა წესების დაცვის გარეშე ინახება - რა შეცვალა დადგენილებამ, რომელიც საბურავების დასაწყობების გარეშე შენახვას კრძალავს

access_time2020-05-21 13:30:20

ვარკეთილში ვიქტორ კუპრაძის  ქუჩის 10 ნომერში საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მეორეული საბურავები დასაწყობების გარეშე ეზოში, ღია ცის ქვეშ ინახახება, რაც ჯანსაღ გარემო პირობებს აზიანებს. გარემოს დამცველების თქმით, საბურავების ასეთი ფორმით შენახვა, როგორც ჰაერს ასევე ნიადაგს აბინძურებს.


 როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია აღნიშნული ტერიტორია ფიზიკური პირის საკუთრებაა, პირის რომელიც თბილისის  ზედამხედველობის სამსახურმა ორჯერ უკვე დააჯარიმა, ტერიტორიის დაცლისა და საბურავების გადამამუშავებელ ქარხანაში გადატანისთვის  კი დრო მაისის ბოლომდე მისცა. მათივე განცხადებით,  ფიზიკური პირი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ნებართვას ელოდება, რათა საბურავების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა შეძლოს და მის საკუთრებაში არსებული საბურავები თავად გადაამუშაოს.


 ეკოლოგი კახა ბახტაძე აცხადებს, რომ  საბურავების ღია ცის ქვეშ შენახვა დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე ჰაერს. ეკოლოგის თქმით  აუცილებელია სახელმწიფომ შესაბამისი ზომები გაატაროს და თავად უზრუნველყოს საბურავების გადამამუშავებელ ქარხანამდე გადატანა.

 

ამ ოდენობის საბურავები, რომ  ცუდ გავლენას მოახდენს ნიადაგზე, ჰაერზე და წყალზე ეს ფაქტია.  წვიმის დროს დაზიანდება ნიადაგი, თან მხოლოდ შემოსაზღვრული ზონა არა, ახლო მდებარე ტერიტორიაც. დასახლებულ პუნქტზეც დაზიანდება ნიადაგი სადაც ბავშვები თამაშობენ, დაბინძურდება ჰაერი, რომელსაც ყველა ვსუნთქავთ. ხანძრის გაჩენის საშიშროებაცაა, რომელიც დიდ ზიანს მოუტანს ახლო მდებარე დასახლებას. რამდენად მძიმედაა ჰაერი და ნიადაგი დაზიანებული, სპეციალური კვლევის გარეშე  ვერ ვისაუბრებ, რადგან ნიადაგი ტერიტორიაზე უნდა შემოწმდეს, ჰაერის შესწავლაც საჭიროა, რომ დადგინდეს რა მომწამვლელი ნივთიერებები გამოიყო ათასობით საბურავისგან, რომელიც რამდენიმე თვეა ღია ცის ქვეშ ყრია. თუმცა ეს რომ საშიშია ამას არ ვუარყოფ. ნარჩენების განთავსებას აქვს თავისი წესები და უნდა იხელმძღვანელოს ამის მიხედვით. თუ  პირი დაჯარიმებულია ზედამხედველობის  მიერ გამოდის, რომ  საბურავების ასეთი ფორმით შენახვა საშიშროებას წარმოადგენს.   ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მეპატრონე უსახსრობის გამო,  ვერ ახერხებს გადამამუშავებელ ქარხნამდე მიტანას და ამის ფინანსები არ აქვს, აუცილებლად  უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. რადგან მისი ამ მდგომარეობაში დატოვება არის შეიძლება. მხოლოდ დაჯარიმებით არ კეთდება საქმე, რა თქმა უნდა ჯარიმაც უნდა დაიწეროს, მაგრამ  უნდა მიხედონ ამ პრობლემას და გამოსავალი იპოვონ“, -აცხადებს კახა ბახტაძე.


კახა ბახტაძის მოსაზრებას იზიარებს მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“  წარმომადგენელი გიორგი ჯაფარიძე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დასახლებულ პუნქტთან ახლოს, დასაწყობების გარეშე დაყრილი საბურავები  მოსახელების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ბინძურდება როგორც ნიადაგი ასევე ჰაერი. ჯაფარიძის განმარტებით საბურავების დაუსაწყობებლად შენახვა შესაძლოა ძლიერი ხანძრის გამომწვევი მიზეზიც გახდეს.


 

გარდა იმისა, რომ საბურავები გარემოს აზიანებს, პირველ რიგში ის არის ადვილად აალებადი ნივთი, რომელსაც ოდნავი ცეცხლის მოხვედრის შემდეგ,  დიდი ხანძრის გამოწვევა შეუძლია.  დასახელებულ ტერიტორიაზე  არსებული საბურავების რაოდენობა სერიოზულ ზიანს მოუტანს მოსახლეობას.  აბინძურებს ნიადაგს, აქვს სპეციფიური სუნი. რადგან დააჯარიმდა, საშიშროება დაინახეს ამ ფაქტში და ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.  შეიძლება ფინანსების არ ქონის გამო ვერ ახერხებს გადამამუშავებელ ქარხნამდე მიტანას, სახელმწიფომ ეს უნდა გაითვალისწინოს და შესაბამისად იმოქმედოს. სწორედ ასეთი შემთხვევების არსებობის გამო, ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ კანონში შევიდეს ცვლილება.  ყოველ შეცვლილ საბურავზე 2 ლარი მოხმარდეს მსგავსი ნარჩენების გადამუშავებას, რომ არ დაბინძურდეს გარემო. ეს არის ის მიზერული თანხა რომელიც არც ერთ მძღოლს არ დააზარალებს, სამაგიეროდ ვიზრუნებთ გარემოზე და ჰაერზე“,-აცხადებს გიორგი ჯაფარიძე.

 

გიორგი ჯაფარიძის თქმით, საბურავების გადამუშავება და  ხელშეწყობა, როგორც ფიზიკური პირებისთვის ასევე კომპანიებისთვის   მნიშვნელოვანია.  განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც ქალაქში გარკვეული ჯგუფები საბურავების მეშეობით ხელოვნურ ხარძარს იწვევენ.

 

„ რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა საბურავების ხელოვნურად დაწვის თაობაზე.  ქალაქში რამდენიმე  ჯგუფია და გაურკეველი მიზეზით წვავენ სბურავებს. მუნიციპალურ პოლიციასთანაც გვაქვს კონტაქტი და ისინიც ეძებენ, ეს ადამიანები რომ მოხვდნენ ამ ტერიტორიაზე და ცეცხლი გააჩინონ  წარმოიდგინეთ რა მოხდება, მთლიან უბანში დიდი ხანძარი გაჩნდება, რაც საკმაოდ დიდი ზარალია.“-აცხადებს ჯაფარიძე.

 


შეგახსენებთ, რომ თბილისში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე სანქციები გასულ წელს დაწესდა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ექვსი ახალი მუხლი ემატება, რომელთა გათვალისწინებით ადმინისტრაციული სანქციები წესდება: - თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე; ასევე, თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზე, მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებაზე, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესის დარღვევაზე, ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრაზე და ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე განთავსების წესის დარღვევაზე.

 


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up