ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სოსო ორჯონიკიძე სასტუმროს ვეღარ აშენებს

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სოსო ორჯონიკიძე სასტუმროს ვეღარ აშენებს

access_time2019-04-12 17:00:39


ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა შეჩერებულია. მშენებლობას მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის სოსო ორჯონიკიძის შპს „ინოვაციური სამშენებლო კომპანია“ გეგმავდა. თუმცა, ამ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობის და „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტების მხრიდან საპროტესტო აქცია მოჰყვა.


დღეს კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მშენებლობის შეწყვეტის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.


განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:



:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და სამოქალაქო გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტიური ქმედებების შედეგად ვარძიის კომპლექსის დამცავ ზონაში კანონდარღვევით მიმდინარე სამშენებლო პროცესი შეწყდა."


სამუშაოების შეჩერების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან წერილობითი ცნობა სააგენტომ 10 აპრილს მიიღო. მძიმე ტექნიკის გამოყენებით წარმართულ მიწის მოჭრის სამუშაოებს, რომელიც არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე სასტუმრო ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულ საფეხმავლო ბილიკებისა და გზების მოწყობას მოიცავდა, შპს „ნიალას“ დაკვეთით ხორციელდებოდა.


ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში კომპანიის მიერ წარმოდგენილი სასტუმროს მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის საბჭომ გასულ წელს განიხილა, რის შედეგადაც ინვესტორს არქეოლოგიური ზედამხედველობის უზრუნველყოფის ქვეშ მხოლოდ ტერიტორიის გამწვანება განესაზღვრა დასაშვებად.


მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სააგენტოს საბჭოს წევრების მიერ მიერ განსაზღსაზღვრული პირობის უგულვებელყოფის შემდეგ, უნებართვო პროცესის შეჩერების მოთხოვნით სააგენტომ წერილობით მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს. მიწის ფართომაშტაბიანი სამუშაოების შედეგად სახეცვლილ ლანდშაფტზე წერილობითი ცნობა რეაგირებისთვის უწყებიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც გაეგზავნა.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის დამცავ ზონაში წარმოებული უნებართვო სამუშაოები უხეშად არღვევდა კულტურული ღირებულების მქონე ისტორიული ლანდშაფტის ქსოვილს და სტრუქტურას. სამშენებლო პროცესის შედეგად ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში  თვალსაჩინო დისონანსი წარმოიქმნა





სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up