დავით მესხიშვილი - 13 ივნისის ტრაგედია შესაძლოა მალე განმეორდეს, უბედური შემთხვევის მთავარი ცენტრი კი ვარაზისხევი გახდება

დავით მესხიშვილი - 13 ივნისის ტრაგედია შესაძლოა მალე განმეორდეს, უბედური შემთხვევის მთავარი ცენტრი კი ვარაზისხევი გახდება

access_time2019-03-12 18:00:47


“13 ივნისის ტრაგედია მალე განმეორდება, უბრალოდ  შემდგომი თარიღი უცნობია. ამჯერად მასშტაბი და მოცულობა ბევრად დიდი იქნება, უბედური შემთხვევის მთავარი ცენტრი კი ვარაზისხევი გახდება , — აცხადებს  “კომერსანტთან“ საუბარში ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე  დავით მესხიშვილი. 


მესხიშვილის ინფორმაციით, გუშინ ღამე, ჟვანიას 12 ნომერთან მიმდინარე მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე, კლდე ჩამოინგრა. ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ადგილობრივების თქმით, იყო პანიკა, შიში და დიდი რისკი იმისა, რომ ვინმე დაშავებულიყო.


დავით მესხიშვილი დეტალებზე „კომერსანტთან“ საუბრობს:


„გუშინ დღის განმავლობაში ჟვანაის ქუჩაზე მცხოვრებლებმა შეამჩნიეს ბზარი და გამოიძახეს თბილისის მერიის ზედამხედველობა და საპატრულო პოლიცია. მერიამ უბრალოდ თვალი შეავლო ტერიტორიას და წავიდა. პატრულმა კი, როდესაც ეზოს შიგნიდან ავტომობილების ევაკუაცია დაიწყო, კლდე ჩამოინგრა. სასწაულებრივად გადავრჩით, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ კონკრეტული მშენებლობის გამო იშლება კლდე და მოძრაობს სახლები, მიწა. თავის დროზე კი ამ მიწასთან სიახლოვეს, მრავალწლიანი კერძო სახლებიც ჩამოცოცდა“.


როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია არსებულ ტერიტორიაზე მრავალსართულიან კორპუსს უკრაინული კომპანია „ინვესტ მენეჯმენტ გრუპი“ აშენებს, თუმცა მესხიშვილის თქმით, პრობლემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მშენებლობაში არ არის. ჟვანიას ქუჩა და მთლიანად ვარაზის ხევი ზუსტად ის ლოკაციაა, სადაც 13 ივნისის ტრაგედია შესაძლოა კვლავ განმეორდეს.



„ჟვანიას ქუჩაზე და მთლიანად ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიურად შენდება მრავალსართულიანი კორპუსები. პრობლემა იმაშია, რომ ეს ხდება მდინარის კალაპოტში, თანაც მდინარე ვარაზისხევი მოთავსებულია 10-ჯერ უფრო მცირე ზომის სადინარში, ვიდრე მდინარე ვერე. თანაც, ამ შემთხვევაში მდინარეს ახასიათებს ძლიერი წყალმოვარდნები და ობიექტზე ინტენსიურად წვება მეწყერი. საუბარია ზუსტად იმავე ქედზე, სადაც რამდენიმე წლის წინ  მეწყერი ჩამოწვა და ბენზინგასამართ სადგურზე ხალხი დაიხოცა. ზუსტად ამ აქცენტებს სვამენ გეოლოგებიც, ამიტომ ძალიან დიდი საშიშროება არსებობს, რომ ვარაზის ხევზე 13 ივნისის ტრაგედია განმეორდეს ერთი განსხვავებით - მოცულობა და მასშტაბი იქნება ბევრად დიდი. განადგურება ემუქრება შატბერაშვილის ქუჩას, ჟვანიას ქუჩას თავის კეკელიძის ჩათვლით და მთლიანად ვარაზის ხევის  არეალს“, - ამბობს მესხიშვილი.


ტრანსპორტირებისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას და კახა კალაძეს აკისრებს. მისი თქმით, უწყება გულგრილია ამ თემის ირგვლივ. ზუსტად ამაზე მეტყველებს იმ ფაქტიც, რომ  ჟვანიას ქუჩის 12 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე ორჯერ შეაჩერეს მშენებლობა აქ დაწყებული საშიში გეოლოგიური ცვლილებების გამო, თუმცა ვითარება მაინც არ შეიცვალა. უკრაინული კომპანია „ინვესტ მენეჯმენტ გრუპი“ კვლავ აგრძელეს ოპერირებას.


„თავის დროზე მერია ამბობდა, რომ ამ კომპანიას ისევ მისცა მშენებლობის გაგრძელების უფლება, რადგან საბუთები მოაწესრიგა. ახლაც სავარაუდოდ იმავე განცხადებას გააკეთებს კახა კალაძე. არადა, საქმე საბუთებსა და დოკუმენტაციაში ხომ არ არის?! ფაქტია, კლდე ინგრევა, მეწყერი წვება და მოსახლეობა მუდმივ შიშში ცხოვრობს. ამიტომ მოსალოდნელ ტრაგედიაზე და უბედურებაზე მთლიანად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ კახა კალაძეს“,- აცხადებს დავით მესხიშვილი.



თავად დედაქალაქის მერია მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზად მეწყერსაშიში ზონის და არასტაბილური გეოლოგიური მდგომარეობის ნაცვლად, მილიდან წყლის გაჟონვას ასახელებს:


ჟვანიას ქუჩაზე ნიადაგის ჩამოშლა დაზიანებული მილიდან წყლის გაჟონვამ გამოიწვია,- ამბობს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.


მისი თქმით, ადგილზე გუშინვე მივიდნენ მუნიციპალური ინსპექციისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.


„უტყუარი ინფორმაცია გაგვაჩნია იმის თაობაზე, რომ დაზიანებული იყო GWP-ის წყლის მილი. დროთა განმავლობაში წყალი ჟონავდა, გაჯერდა ნიადაგი, რამაც გამოიწვია ეს პროცესები, ასევე, დაზიანდა გაზის მილიც. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ყველა პრობლემა აღმოიფხვრას.


იმ მშენებლობებზე, რომელიც იქ იყო დაწყებული, ჩვენ ხელმეორედ ჩავატარეთ გეოლოგიური ექსპერტიზები და კონკრეტული პრობლემა გეოლოგიის კუთხით ვერ აღმოვაჩინეთ. თუმცა ამის გარდა, ჟვანიას ქუჩას გააჩნია განაშენიანების ინტენსივობისა და ტრანსპორტის კუთხით ძალიან დიდი პრობლემა, შესაბამისად, ჩვენს პერიოდში არცერთი ნებართვა არ გაცემულა ამ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა შეთანხმებული პროექტები და განაშენიანების რეგულირების გეგმები. გარდა ამისა, ახალი გენგეგმის მიხედვით, ამ ტერიტორიას ედება ისტორიული ლანდშაფტის ზონა, რაც გამორიცხავს ახალი მშენებლობების წარმოებას“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.




სალომე ლემონჯავა






ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება
access_time2019-10-23 19:15:07
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი...

„რეფინანსირების განაკვეთი ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“

„რეფინანსირების განაკვეთი  ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“
access_time2019-10-23 20:15:50
„რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობის მოლოდინი აქვთ ვიდრე დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ამიტომ გადადგეს ძალიან მკაცრი ნაბიჯი“,- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაიზარდა....

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...


მსგავსი სიახლეები

up