„ვარაუდი, რომ სიგარეტის იმპორტიორები აქციზურ მარკების დიდ მარაგებს წინასწარ შექმნიან, უსაფუძვლოა”

„ვარაუდი, რომ სიგარეტის იმპორტიორები აქციზურ მარკების დიდ მარაგებს წინასწარ შექმნიან, უსაფუძვლოა”

access_time2019-11-26 19:00:43

თამბაქოს ინდუსტრია მიიჩნევს, რომ სიგარეტზე აქციზის  სწრაფი ზრდა, რაც მთავრობას აქვს დაგეგმილი, დააზარალებს ბიზნესს და ბიუჯეტს შემოსავლებს დააკარგვინებს. ბიზნესი მთავრობას მიმართავს, სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს და განაკვეთმა ათას ღერ სიგარეტზე 90 ევროს 2029 წლისთვის მიაღწიოს. ამასთან, კერძო სექტორის თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი 30-დან 10%-მდე შემცირდეს და ამით პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს (ადვალური გადასახადი 2018 წლის დეკემბერში 10-დან 30%-მდე გაიზარდა, რასაც სიგარეტის მკვეთრი გაძვირება მოჰყვა).


ბიზნესი თანახმაა, რომ ადვალური გადასახადის შემცირების ხარჯზე ფიქსირებული განაკვეთი ერთჯერადად გაიზარდოს 80 თეთრით და ის შემდგომში ყოველწლიურად 10 თეთრით გაიზარდოს. შესაბამისი წერილით თამბაქოს ინდუსტრიამ პრემიერ მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და ბიზნეს ომბუდსმენს მიმართა. ამავე დროს, კერძო კომპანიებს სურთ, ინფორმირებულები იყვნენ აქციზის ზრდის სამთავრობო გეგმის შესახებ, რაც მათ მოსალოდნელი ზარალისგან დაიცავს.


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოს ბიზნესის მოთხოვნა არასწორია, რადგან მათთვის აქციზის ზრდის წინასწარ თქმა, რისკებს შეიცავს. „როცა კომპანიებს აქციზის ზრდის შესახებ წინასწარ ეცოდინებათ, ისინი აქციზური მარკების მარაგებს შეიქმნიან”,- აცხადებს ზოიძე.


ანალოგიური პოზიცია აქვთ „თამბაქოს კონტროლის ალიანსშიც”. „აქციზის ზრდის წინასწარ გაწერილი გეგმის გამჟღავნება, არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. როცა მთავრობამ აქციზის ზრდა დააანონსა, კომპანიებმა დიდი ოდენობით სააქციზო მარკების და საქონლის რეზერვები შეიქმნეს და ბიუჯეტში გადასახადი აღარ შემოვიდა”, - განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ.


განსხვავებული პოზიცია აქვთ ეკონომიკურ ექსპერტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ აქციზის ზრდის შესახებ ბიზნესისთვის წინასწარ თქმა რისკებს არ შეიცავს და ეს განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა. გადასახადების გაზრდა ევროკავშირის ქვეყნებშიც წინასწარ იყო გაწერილი და ბიზნესთან კონსულტაციით მიღებული.


გიორგი მჟავანაძე (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი): „ევროკავშირში და სხვა ქვეყნებშიც არის ასეთი პრაქტიკა, რომ აქციზის ზრდის წინასწარ დაანონსება ხდება. იმისთვის, რომ კომპანიებმაც იცოდნენ და მომხმარებელმაც, რომ აქციზი მაგალითად, 2010 წელს გაიზრდება 30 თეთრით, 2012- ში კიდევ განსაზღვრული ოდენობით, სანამ ევროდირექტივით გათვალისწინებულ ზღვარს არ მიაღწევს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვისაც უფრო მარტივი დასაგეგმია ბიუჯეტი, ხოლო კერძო ბიზნესისთვის - საქმიანობა. ვარაუდი, რომ იმპორტიორები აქციზურ მარკებს დიდი რაოდენობით და იაფად წინასწარ ერთბაშად იყიდიან, უსაფუძვლოა.


სიგარეტის იმპორტიორებმა ისედაც იციან, რომ მომავალში აქციზი გაიზრდება, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ისინი მხოლოდ დეკემბერში ყიდულობენ ხოლმე 2-3 თვის მარაგს. დიდი მარაგების შექმნა მათ არ აწყობთ, რადგან როცა კომპანია აქციზურ მარკებს ყიდულობს, საფასურს მაშინვე იხდის. ამასთან, თუ სიგარეტის გასაყიდი ფასი 5 ლარია, რომც ვერ გაყიდოს პროდუქტი, ამ 5 ლარის შესაბამის საფასურს მაინც უხდის ბიუჯეტს. ამიტომ ეს დიდი რისკია კომპანიებისთვის და ისინი ამას არ გააკეთებენ”.


ივანე ხასია („ჯეი-თი-აი”-ს კორპორაციული დირექტორი):  „ტყუილია, რომ აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის შესახებ ინფორმაციას ბიზნესი არასწორად გამოიყენებს. ადვალური გადასახადის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ჩვენ წლის დასაწყისში ვიცოდით, რომ 2020-დან აქციზი 30-დან 50 თეთრამდე გაიზრდებოდა, თუმცა, ამის გამო მარაგების კეთება არავის დაუწყია თანაც, ეს მოდელი ბოლო 2 წელია მოქმედებს და ამ დრომდე პრობლემა არ ყოფილა. გრძელვადიანი გეგმის არსებობა ევროკავშირში დამკვიდრებული პრაქტიკაა და ევროკავშირშიც მარაგების  შექმნის პრეცენდენტი არ ყოფილა.


მარაგის შექმნა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც არავის უღირს. 2-3 თვის მარაგი წინასწარ რომ გააკეთოს ბიზნესმა, ამისთვის მილიონები უნდა იყოს მობილიზებული, რაც არარეალურია. ყველაზე ძლიერი არგუმენტი კი რაც გამორიცხავს მარაგების შექმნას არის ის ბერკეტი რომელიც გააჩნია - შემოსავლების სამსახურს, როდესაც ნებისმიერ დროს შეუძლია უარი უთხრას მარკების გაცემაზე თუ უწყება დაინახავს, რომ ესა თუ ის კერძო კომპანია არაკეთილსინდისიერად ოპერირებს. შემოსავლების სამსახურს აქვს ბერკეტი, რომ ასეთი შემთხვევები აღკვეთოს ანუ აღარ გასცეს მარკები. ეს ოთხი არგუმენტი ცხადყოფს, რომ იმ პირებს, ვინც ამ რისკებზე საუბრობენ, ან არ ესმით ბიზნესის სპეციფიკა ან განზრახ ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას”. 


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს სიგარეტზე აქციზის ზრდას ავალდებულებს. რამდენიმე წელიწადში აქციზის განაკვეთმა უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60%, მაგრამ არანაკლებ 90 ევროსი 1000 ღერ სიგარეტზე, რაც ერთ კოლოფზე მინიმუმ 5,9 ლარი გამოდის. დღეისათვის საქართველოში აქციზის განაკვეთი კოლოფზე უკვე 3.3 ლარია.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქციზის გადასახადს 90 ევრომდე 10 და მეტი წლის განმავლობაში ზრდიდნენ. საქართველო კი ესეთი ტემპებით 90 ევროს 2-3 წელიწადში მიაღწევს. იმის გამო, რომ მთავრობამ აქციზის სწრაფი მატების მეთოდი აირჩია, თავი იჩინა იმ უარყოფითმა შედეგებმა, რაც აქციზის გადასახადების უეცარ და მკვეთრი ზრდას ახასიათებს: გაიზარდა ინფლაცია და კონტრაბანდის მასშტაბმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტმა 8 თვეში 175 მილიონი ლარი დაკარგა.  

 

Publicity Group





Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up