ვაქცინის იმედი და ინვესტორების ოპტიმიზმი -  pfizer-ის დადებითმა შედეგებმა, საბირჟო ინდექსების ზრდა გამოიწვია

ვაქცინის იმედი და ინვესტორების ოპტიმიზმი - pfizer-ის დადებითმა შედეგებმა, საბირჟო ინდექსების ზრდა გამოიწვია

access_time2020-11-10 19:00:39

ამერიკულ ბირჟებზე ინდექსების ზრდა დაიწყო და ეს დაკავშირებულია ფარმაცევტულ კონცერნ Pfizer-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან იმის შესახებ, რომ კომპანიის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინამ ცდების მე-3 სტადიაზე 90%-ანი ეფექტურობა აჩვენა. 


კვლევებში მონაწილეობა 43 538 ადამიანმა მიიღო და ვაქცინაციის შემდეგ, მხოლოდ 94-ს დაუდასტურდა ვირუსი. 

სავარაუდოდ, აშშ-ს სანიტარული ზედამხედველობის სამმართველო ნოემბრის ბოლოს ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის საკითხს განიხილავს. 

BioNTech და  Pfizer-ის გარდა ვაქცინის შექმნაზე მეტ-ნაკლები წარმატებით ისეთი კონცერნები, როგორც AstraZeneca, Moderna, Novavax, Johnson & Johnson, GlaxoSmithKline და CureVac- მუშაობენ.


ინფორმაციამ ვაქცინის შესაძლო გამოჩენის თაობაზე ევროპელ ინვესტორებს შორისაც ოპტიმიზმი გააჩინა - ევროპული ინდექსი  Euronext 100, მილანის საფონდო ბირჟის ინდექსი, გერმანული DAX, ფრანგული  CAC40, ევროპული  -  Euro Stoxx 50 — ყველა ეს ინდექსი საშუალოდ 5-7%-ით გაიზარდა. 

შტატებსა და ევროპაში აქციები ასევე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების გამო ძვირდება.


ოპტიმიზმი ასევე დადებითად ნავთობის ფასებზე აისახა  - Brent-ის  ღირებულება 10%-ით გაიზარდა და 43 დოლარი შეადგინა.

პარალელურად იაფდება კრიტიკულ სიტუაციებში ყველაზე მოთხოვნადი და უსაფრთხო აქტივი - ოქრო, რომლის ღირებულებაც 3%-ით შემცირდა.

მასობრივი ვაქცინაციის გამოჩენა ეკონომიკის აღდგენას და ნორმალური ცხოვრების განახლებას ნიშნავს, შესაბამისად, ბიზნეს-კომპანიების აქციებიც ძვირდება.

მაგალითად, ამერიკულ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა ავიაკომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება -  American Airlines  აქციები 15,18%-ით, Delta Air Lines — 15,82%-ით, United Airlines — на 20,88%-ით გაძვირდა.


პარალელურად იაფდება კომპანიები, რომლებმაც პანდემიის დროს მოგებულები დარჩნენ - მაგალითად, ვიდეოკონფერენციების სერვის  Zoom-ის აქციები შტატებში 16%-ით, ხოლო სახლის ტრენაჟორების მწარმოებლის Peloton-ის 20,7% გაიაფდა.

 

rbc.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up