ვაქცინაციის ზრდის ტემპი ინფიცირებისას 22-ჯერ აღემატება

ვაქცინაციის ზრდის ტემპი ინფიცირებისას 22-ჯერ აღემატება

access_time2021-03-06 16:00:58

მსოფლიოში 5 მარტის მდგომარეობით კოვიდვაქცინა 280 მლნ ადამიანმა უკვე გაიკეთა. ეს რიცხვი ინფიცირებულ პირთა რაოდენობას 2.42-ჯერ აღემატება. აცრები დაიწყო აზერბაიჯანშიც. რეგიონში ვაქცინის გარეშე საქართველო და სომხეთიღაა დარჩენილი.


პროცენტულად ყველაზე ბევრი - 99% ისრაელში აიცრა. რაოდენობრივად - 82 მლნ აშშ-ში. მდიდარ ქვეყნებთან ერთად აცრები, მცირე დოზით საქართველოზე ღარიბმა ქვეყნებმაც დაიწყეს, ისეთებმა როგორებიცაა: ბანგლადეში, ინდოეთი, პაკისტანი, სენეგალი, ზიმბამვე და გვატემალა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ახალ ზელამდიაში ვაქცინირებული მოსახლეობის წილი 0.5%-ზე ნაკლებია. თუმცა ამ ქვეყნებში თავად ვირუსის გავრცელებაც დაბალია. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით დადასტურებულ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით იაპონია 142-ე ადგილზე იმყოფება, კორეა 156-ეზე ახალი ზელანდია 191-ეზე, საქართველო კი მე-16-ზე.


უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობის დიდი წილი, პატარა ქვეყნებშია აცრილი, მაგრამ არსებობს 2 გამონაკლისიც: ბრიტანეთი - 32% და აშშ - 25%.


მართალია ისრაელში ვაქცინირებული მოსახლეობის წილმა 99%-ს მიაღწია, მაგრამ დღიურად ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა მაინც ფიქსირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ნაწილს ჯერ ვაქცინის 1 დოზა აქვს მიღებული, როცა იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად 2 დოზაა საჭირო. გარდა ამისა 2 დოზის შემდეგაც კი საუკეთესო ვაქცინის - ფაიზერის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ სრულყოფილ დაცვას მაინც ვერ უზრუნველყოფს.


მსოფლიოში კოვიდზე აცრები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ზაფხულის თვეებში თბილისში აცხადებდნენ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, სადაც ვაქცინა შევიდოდა. პირველები არ აღმოვჩნდით. შემდეგ დასახელდა ახალი თარიღი თებერვლის ბოლო კვირას საქართველოს COVAX-ის პლატფორმიდან 29 250 დოზა ვაქცინა უნდა მიეღო, რაც 14 625 ადამიანისთვის იქნებოდა მხოლოდ საკმარისი, მაგრამ ეს მიზერული რაოდენობაც ვერ მივიღეთ. როგორც კოვაქსში განმარტეს საქართველომ უბრალოდ კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. კრიტერიუმებს კი ვაქცინის ავტორიზება და ზარალის ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა.


იანვარში განიხილებოდა ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანის საკითხი, რასაც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ჩინური ვაქცინის Sinopharm-ის ეფექტიანობა 79%-ს შეადგენს, რაც Pfizer-თან შედარებით 16%-ით ნაკლებია, მაგრამ ამდენივეთი აღემატება AstraZeneca-ს, საქართველოში ძირითადად სწორედ ამ ვაქცინის შემოტანა იგეგმება. მას შემდეგ რაც აცრების დაწყების თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია, ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხი მარტში კვლავ აქტუალური გახდა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ჩინური ან რუსული წარმოების ვაქცინის 100 000 ორმაგი დოზის შემოტანის შესახებ გამოთქვეს მზაობა. ერთი თვით ადრე ვაქცინის კომერციული გზებით შემოტანის საკითხიც აქტუალური გახდა. ინიციატივაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო კომერციული ტესტირების მსგავსად არც მას აკრძალავდა, მაგრამ თავად მწარმოებლები აცხადებდნენ კერძო კომპნანიებთან მოლაპარაკებებზე უარს. დაავადებათა კონტროლის ხელძვანელი მართალი იყო, ვაქცინის ყველა ცნობილი მწარმოებელი ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობს.


ამჟამად მსოფლიოში ერთჯერადად 280 მლნ ადამიანია ვაქცინირებული და მათი რაოდენობა დღიურად 10 მლნ-ით იზრდება რაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს 22-ჯერ აღემატება. ამ პროპორციით საქართველოში დღიურად 8500-ზე მეტი აცრა უნდა კეთდებოდეს, თუმცა ვაქცინაციის  გრაფაში ჯერჯერობით ნულები წერია. ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობა რომ სახელმწიფო იყოს ის ჩინენეთის, ინდოეთისა და აშშ-ის მშემდეგ მეოთხე იქნებოდა.


მთავრობის მიერ 21 იანვარს დამკციცებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე სრულწლოვანი მოსახლეობის 60% - 1.7 მლნ უნდა აიცრას. პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომასგენლებსა და 75 წელს გადაცილებულ პირებს ენიჭებათ. რიგში ბოლოს 18-54 წლის ასაკის ადამიანები დგანან. თეორიულად გეგმა აბსოლუტურად მისაღწევია. საამიროებმა და ისრაელმა უკვე გაუსწრეს მას. რამდენად განხორციელდება იგივე რეალობაში ძნელი სათქმელია. არსებული ვაქცინების გარდა კიდევ რამდენიმე ამჟამად კვლევის უკანასკნელ ფაზას გადის, მათმა გამოჩენამ შესაძლოა პროცესი დააჩქაროს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up