ვაქცინაციის წასახალისებლად გამყრელიძის უწყებამ მხოლოდ 297 868 ლარი დახარჯა

ვაქცინაციის წასახალისებლად გამყრელიძის უწყებამ მხოლოდ 297 868 ლარი დახარჯა

access_time2021-11-15 10:00:38

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი განვითარებულ მსოფლიოსთან შედარებით თითქმის 3 თვით დაგვიანებით, 15 მარტს დაიწყო.  დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 26%-ია აცრილი, რაც სამიზნე მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლები. ბანერებმა, ვიდეო რგოლებმა და აცრილებისთვის გათამაშებამ შედეგი ვერ გამოიღო, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა.

 


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენი ლარი იყო გამოყოფილი სტრატეგიული კომუნიკაციისთვის პანდემიის სწორი მართვისა და ვაქცინაციის წახალისებისთვის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით სახელმწიფო უწყებას იმედი ჰქონდა, რომ ვაქცინაციას ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის დედის აცრის ვიდეოს გავრცელება ვაქცინაცისს პროცესს წაახალისებდა და ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა. გამოთხოვილი დოკუმენტით ირკვევა, რომ მათი იმედი ჰქონდათ, 65 000 მოწონების მქონე გვერდზე კამპანიის წარმოებით მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვებოდა.

 


„კომერსანტი“ დეტალურად გთავაზობთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ვაქცინაციის წახალისებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.

 


ირკვევა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. თუმცა, ჩვენი კითხვის მიუხედავად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვილ ინფორმაციაში, არ წერია ვინ არიან ის ექსპერტები რომლებმაც სტრატეგიული კომუნიკაციაზე იმუშავა.

 


მათი განმარტებით, ცენტრისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ინტერვენციები. უწყების ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად მიმდინარეობს საინფორმაციო სახის შეხვედრები რეგიონებში ცენტრის გენერალური დირექტორის და თანამშრომელთა მონაწილეობით, სახელმწიფო რწმუნებულების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზნით. მათი თქმით, ამ დრომდე შეხვედრები განხორციელდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, შიდა ქართლის, კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.

 


გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დაიბეჭდა საინფორმაციო და საგანმანათლებლო სახის მასალები და გავრცელდა რეგიონებში. ამ დრომდე ცენტრის მიერ განხორციელდა 20-ზე მეტი ონლაინ ვებინარი მედიის წარმომადგენლებისათვის. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ყოველკვირეული პირდაპირი ჩართვა ცენტრის Facebook გვერდზე ექსპერტების მონაწილეობით ვაქცინაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე; ამ დრომდე განხორციელდა 20- მდე პირდაპირი ჩართვა.



ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად და ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ხორციელდება საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთათვის. შეხვედრებში მონაწილეობს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები. განხორციელდა 100-მდე ონლაინ შეხვედრა ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით.



დოკუმენტის მიხედვით, ჯანმოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის საინფორმაციო კამპანია, რაც მოიცავს სოციალურ მედია აქტივობებს სოციალური მედიის შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ვიდეო-რგოლების შემუშავებასა და ადაპტირებას; გადაცემების ციკლს რეგიონულ მედიაში; ონლაინ მედია ვებინარებს.

 


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბრიდან განხორციელდა ვაქცინაციის მხარდამჭერი მარათონის „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“ განხორციელება საქართველოს მასშტაბით 48 შერჩეულ სოფელში, რაც გულისხმობს საინფორმაციო სახის შეხვედრებს მოსახლეობასთან, ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაინტერესებულ მხარეებთან, ვაქცინაციის მხარდამჭერი აქციების განხორციელებას და საინფორმაციო მასალის გავრცელებას. აღნიშნული მარათონის ფარგლებში მარათონის დაწყებიდან დღეის მდგომარეობით აიცრა 3,416 პირი. ვაქცინაციის მარათონი გრძელდება. (აღნიშნული მარათონის ორგანიზებაში ცენტრის მიერ დახარჯულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამივლინებო თანხა).

 


გამოთხოვილ ინფორმაციაში წერია, რომ საინფორმაციო კამპანია ცენტრის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/ncdcgeorgia ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, შემუშავდა ვაქცინაციისადმი მიძღვნილი ვებ-გვერდი www.ncdc.vaccines.ge, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინაციის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცნობა. უწყებაში ამბობენ, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მასალების მომზადება რუტინულ რეჟიმში მიმდინარეობს.




ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ჯანმოს მხარდაჭერით მომზადდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სახის ვიდეოები:


• რეგისტრაციის ინსტრუქცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის

• რა გზას გადიხართ COVID-19 ვაქცინაციისთვის

• ვაქცინაცია გვაახლოებს

• საჭიროა თუ არა პრევენციის ზომების დაცვა ვაქცინაციის შემდეგ

• ბიძინა კულუმბეგოვი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდით მოვლენებზე საუბრობს

• რა გზას გადიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შექმნიდან ავტორიზაციამდე

• ჯანდაცვის მუშაკები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

• რას ნიშნავს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია

• იან ვორისეკი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი ვაქცინაციის დღეს

• მამა გიორგი ჩაჩავა ვაქცინაციის დღეს

• პაატა იმნაძის დედა, ქალბატონი ნუნუ დუმბაძე ვაქცინაციის დღეს

• ირმა ხეცურიანი ვაქცინაციის დღეს

 


უწყების ინფორმაციით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ითარგმნა საინფორმაციო და საგანმანათლებლო სახის ვიდეოები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 


გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მიმდინარეობს ვაქცინაციის დანერგვის მოკლევადიანი გადამზადების კურსი, რაც მოიცავს 3 მოდულს, მათ შორის ინტერპერსონალური და კრიზისის კომუნიკაციის მოდულს. ტრენინგები ტარდება ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების პერსონალისათვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების ეპიდემიოლოგების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით;

 


უწყებაში ამბობენ, რომ „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომზადდა და განთავსდა ვაქცინაციის საპოპულარიზაციო ბანერები გარე სარეკლამო ლოკაციებზე (ბილბორდებზე) თბილისსა და რეგიონებში;  კამპანიის ღირებულებამ 139 468 ლარი შეადგინა.

 


მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასევე მიმდინარებს „ჯანმრთელობის ხელშეწყობის საგანმანათლებლო კამპანია COVID-19-ის კონტექსტში“ ცენტრის „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/HealthPromotionGeorgia/ ხელშეკრულების ღირებულება 158 400 ლარია.

 


გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ვაქცინაციის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანიის მხარდაჭერის მიზნით, განხორციელდა შეხვედრები წითელი ჯვრის თანამშრომლებისა და მოხალისეების მონაწილეობით. წითელი ჯვრის მოხალისეების მიერ მიმდინარეობს მოსახლეობის მობილიზაციის კამპანია, ეთნიკური უმცირესობებისა და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროცესში ელექტრონულ რეგისტრაციაში დახმარება, საინფორმაციო მასალების ბეჭდვა და გავრცელება. გარდა ამისა, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში მოხალისეების მიერ გავრცელდა საინფორმაციო მასალები, მ.შ. ეთნიკური უმცირესობებისათვის; არსებული კამპანიის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, საერთაშორისო წითელი ჯვრის ფედერაციის პრაქტიკის საფუძველზე ჩაწერა და მოამზადა „ვაქცინაციის ხმის“ ვიდეოები, რომელიც გაზიარდა სოციალური ქსელის მეშვეობით. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ითარგმნა საინფორმაციო და საგანმანათლებლო სახის ვიდეოები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 


უწყებაში ამბობენ, რომ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით (WHO; UNICEF) მიმდინარეობს შეხვედრები მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან და რელიგიურ ლიდერებთან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

 


ირკვევა, რომ ჯანმოს მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ტრენინგები სამედიცინო პერსონალთან მ.შ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობით და ეთნიკურ უმცირესობათა თემთან მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები.ჯანმოს მხარდაჭერით რეგიონულ მედიაში განხორციელდა გადაცემების ორგანიზება მ.შ. ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში.

 


ცენტრში ამბობენ, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელდა ვაქცინის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია, გაიმართა მედია ვებინარები, საინფორმაციო სახის შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრები ხორციელდება ასევე მასწავლებლებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის ინფორმირებისა და ცნობიერების გაზრდის მიზნით მ.შ. ეთნიკურ უმცირესობათა თემში.

 


მათი ინფორმაციით, Zink Network მხარდაჭერით შეიქმნა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის საინფორმაციო კამპანიის კონცეფცია; შეიქმნა ვებ-გვერდი www.covax.ge; მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია სოციალური მედიის მეშვეობით.

 


ირკვევა, რომ World Vision-ს მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის მხარდაჭერის მიზნით ცენტრთან თანამშრომლობით მიმდინარეობს საინფორმაციო სახის შეხვედრები საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, მშობლებთან, სკოლების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებთან (კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონები).

 


დოკუმენტში წერია, რომ CDC-ს მხარდაჭერით განხორციელდა საინფორმაციო სახის შეხვედრები შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონში სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებთან.

 


ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 200000 ადამიანი აიცრა, ხოლო კორონავირუსით ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 


გარდაიცვალა 78 პაციენტი. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 10 662 პირი ემსხვერპლა.



ბაჩო ადამია

თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up